Vau.ge

იოდი ღმერთის საჩუქარია – სახსარზე წავისვი და დილით გამეღვიძა ყოველგვარი ტკივილის გარეშე!

იოდი ღმერთის საჩუქარია - სახსარზე წავისვი და დილით გამეღვიძა ყოველგვარი ტკივილის გარეშე!

იოდი არის ქიმიური ელემენტი, რუხი ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელსაც უმთავრესად ღებულობენ ზღვის წყალმცენარეებისგან. სპირტში გახსნილი ეს ნივთიერება გამოყენებულია მედიცინაში, როგორც სადეზინფექციო საშუალება.

ოდი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული საშუალება ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. აღნიშნული ფარმაკოლოგიური მოქმედება ემყარება ცილების კოაგულაცის შედეგად იოდამინების წარმოქმნის უნარს. როგორც ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება, იოდი გამოიყენება მიოზიტებისა და ნევრალგიების სამკურნალოდ. შიგნით მიღებისას იოდი აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდი მოქმედებს ცილოვან და ლიპიდურ ცვლაზეც, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

იოდის ბადის გამოყენებით, შეგიძლიათ:

იოდის დეფიციტის იდენტიფიცირება ორგანიზმში; კურნავს ხველას; სურდოს, ყელის ტკივილის  და გაციების დროს გამოიყება. დააჩქაროს სისხლჩაქცევების შეხორცება; ორსულობის დროს ქალების მკურნალობა.

როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე:

ბამბის ჩხირი 5-პროცენტიან იოდში უნდა ჩააწოთ და ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები "დაიხატოთ" მტკივან ადგილზე. უჯრებს შორის დაშორება დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს.

როგორ დავადგინოთ იოდდეფიციტის არსებობა?

იმისათვის, რომ გაიგოთ, აკლია თუ არა თქვენს ორგანიზმს იოდი, ბარძაყის შიდა მხარეს იოდის ბადე დაიხატეთ და დაელოდეთ. თუ 3 საათის გასვლის შემდეგ ბადე უკვალოდ გაქრა, გაიქეცით ექიმთან ანალიზების ჩასაბარებლად და იოდდეფიციტის სამკურნალოდ.

თუ ბადემ 6-8 საათი გაძლო, ორგანიზმს იოდის ნაკლებობის მცირე დეფიციტი აქვს და მისი შევსება ზღვის პროდუქტების მირთმევით შეგიძლიათ. თუ იოდი ნორმაში გაქვთ, იოდის ბადე მეორე დღემდე არ უნდა გაქრეს.

ხველების დროს

იოდის ბადე ხველების დროს კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება. ბადე კეთდება ან ყელზე (ანგინის დროს), ან მკერდზე (ფილტვების ანთების დროს).

ადამიანს ეს ადგილები განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვს და პირველი პროცედურისას სხეულზე იოდის მხოლოდ ერთი ხაზი უნდა გაუსვათ. თუ 10-15 წუთის შემდეგ ავადმყოფს არ აღენიშნება წვა ან დისკომფორტი, შეგიძლიათ იოდის ბადე სრულად "დაახატოთ", თანაც დღეში ორჯერ - დილა-საღამოს.

იოდის ბადე ფეხმძიმე ქალების დამხმარეც შეიძლება გახდეს, გაციების დროს, როცა წამლების მიღებაში შეზღუდული ხართ ან იგივე იოდის დეფიციტის აღსადგენად.

დალურჯებების მორჩენაშიც იოდი დაგეხმარებათ

ამისათვის სასურველი არაა, დალურჯებისთანავე გაიკეთოთ იოდის ბადე. დაზიანებული ადგილი ჯერ ყინულით დაიმუშავეთ და იოდით მკურნალობა მეორე დღეს დაიწყეთ.

Exit mobile version