ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ნაყიდი დეზოდორანტები ხშირად მოლოდინს არ ამართლებს. გარდა ამისა, დეზოდორანტები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ახშობს საოფლე ჯირკვლებს, რაც მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას და შესაბამისად, უამრავ დაავადებას იწვევს.
მაგრამ ამ თანამედროვე კოსმეტიკური საშუალების გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. როგორც იტყვიან, თუ გსურს, რაიმე კარგად გააკეთო – შექმენი თავად!
გთავაზობთ ბუნებრივი დეზოდორანტის რეცეპტს, რომლის მოხმარების შემდეგ ნაყიდ დეზოდორანტს არ დაუბრუნდებით. მისგან ტანისამოსზე კვალიც კი არ რჩება!
დაგჭირდებათ:
• 25 გრ სოდა
• 15 გრ სიმინდის სახამებელი
• 30 გრ ქოქოსის ზეთი
• ეთერზეთი
მომზადების წესი:
1. მოურიეთ სოდა და სახამებელი. სოდა ოდითგანვე ითვლებოდა ოფლის სუნის საწინააღმდეგო იდეალურ საშუალებად, სახამებელი კი იწოვს სინესტეს, ამიტომაც იღლიები მუდამ მშრალი გექნებათ.
2. დაამატეთ ქოქოსის ზეთი. იგი 24 გრადუს ტემპერატურაზე დნება, ამიტომ დეზოდორანტის კანზე წასმისას იგი ოდნავ დადნება და კარგად შეიწოვს.
3. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ 2 წვეთი ეთერზეთი. აირჩიეთ სასურველი არომატი, მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო სურნელის შესაგრძნობად.
4. მასა მოათავსეთ დეზოდორანტის ტუბში და შეინახეთ მაცივარში.
საკუთარი ხელით დამზადებული დეზოდორანტი უსაფრთხოა და ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს არ არღვევს. ეფექტი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. იგი, ამავდროულად, ეკონომიურიც არის.