კაკალი ხშირ შემთხვევაში იოდის დეფიციტის დროს გამოიყენება და იოდის მაჩვენებლის დასარეგულირებლად შეგიძლიათ ეს ნაყენი მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
1/2 ჩ/ჭ კაკლის უღელი;
2 ჭიქა ცივი წყალი;
თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
ნახევარი ჩაის ჭიქა უღელი ჩაყარეთ ჭურჭელში, დაუმატეთ ორი ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გააცივეთ და ათი წუთით ისევ დადგით ცეცხლზე წამოდუღებამდე. გაცივების შემდეგ გაწურეთ დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ თითო ყლუპი, ჭამამდე ხუთი წუთით ადრე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 2-4 კვირამდე გრძელდება.
კაკლის უღლის ნახარში ამაგრებს ფარისებრ ჯირკვლებს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია – კურსი 1-დან 6 კვირამდე გრძელდება და იგივე ნაყენი გამოიყენება. ნაყენით მკურნალობის შემდეგ, ადამიანი მშვიდდება, ხდება გაწონასწორებული, ნაკლებად ღიზიანდება, არ ოფლიანდება, უმჯობესდება ძილის ხარისხი, უწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა.
კაკლის უღელი გამოიყენება კონიუნქტივიტის სამკურნალოდ: ნახევარი ჩაის ჭიქა დაფქული უღლის ფხვნილს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და შემდეგ გადაწურეთ, ნაყენში დაასველეთ დოლბანდი და დაიფინეთ ქუთუთოებზე. მკურნალობის კურსი დაახლოებით 1 ან 2 კვირა გრძელდება.