წამალი, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს! მიიღეთ ეს 6 თვეში ერთხელ და არასოდეს გახდებით ავად!
ხორბლის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ რადგან ის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მცენარეა. ხოლო რაც შეეხება ხორბლის ჩანასახებს ეს არის გაღივებული ხორბლის მარცვალი. მაგრამ გაღივებული ხორბლის მარცვალმა სარგერბლობა, რომ მოგიტანოთ მისი ღივის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 2 - 3 მილიმეტრს. სწორედ ამ სტადიაში არის მასში ყველა საჭირო და სასრგებლო ნივთიერება ადამიანის ორგანიზმისთვის.
ხორბლის ჩანასახების ზეთის ქიმიური შემადგენლობა : 100 გრამი ზეთი შეიცავს 884 კილოკალორიას
ვიტამინები: A, B1, B2, B3, B5, B6, B9, C, D, E, F, PP
მიკრო ელემენტები : ფოსფორი, კალიუმი, მარგანეცი, კალციუმი, ცინკი, რკინა, სელენი, სპილენძი, ვანადიუმი, ქრომი, იოდი
ასევე შეიცავს : ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს Е ვიტამინს. ხოლო 50 გრამი გაღივებული ხორბალი შეიცავს იმდენივე С ვიტამინს რამდენსაც 6 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
ადამიანები ათასწლეულებია რაც იყენებენ ხორბლის ჩანასახებს როგორც საკვებად ასევე სამკურნალოდ, რადგან ის ყველაზე ძლიერი ცოცხალი საკვებია დედამიწაზე. ეს გამოწვეული მასში არსებილი დიდი რაოდენობის ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. უჯერი ცხიმებით და დიდი რაოდენობის E და C ვიტამნებით.
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს, რაც ორგანოზმს ეხმარება ცხიმების მეტაბოლიზმში. ეს კი თავისთავად ორგანიზმს ეხმარება ჭარბი წონის მოცილებაში განკურნების გზით. შესაბამისად ძალიან დადებითად მოქმედებს გულზე და სისხლძარღვთა სისტემაზე. აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს, უბრუნებს ელასტიურობას მის კედლებს რადგან ანთავისუფლებს მათ ათეროსკლეროზისგან. ასევე ზეთის სისტემატიური გამოყენება იცავს მათ ათეროსკლეროზის ფოლაქების წარმოქმნისგან. სისხლში რეგულირდება ქოლესტერინის დონე
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
ხორბლის ჩანასახების ზეთი ასევე კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. მისი გამოყენებით უმჯობესდება მისი მოტორიკა, ნაღვლის გამოყოფა. ზეთში შემავალი ნივთიერებები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და ასევე რეგენერაციულ მოქმედებას ლორწოვად გარსზე. ამიტომ ზეთის გამოყენება კარგია ანთებითი დაავადებების დროს.
სასქესო ორგანოები
ზეთის გამოყენება კარგია აგრეთვე მათთვის ვისაც აქვს სასქესო ორგანოების დაავადებები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოწვეულია ჰორმონალური ბალანსის დარღვევით. განსაკუთრებით ის კარგია მამრობითი სქესის ადამიანებისთვის.
რადგან ზეთში შემავალი ნივთიერებები როგორიც არის Е ვიტამინი და ცინკი, აუცილებელია მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნისთვის. ჰორმონების რომლებიც მონაწილეობას იღებენ სპერმატოგენეზში. რაც იმას ნიშნავს, რომ ზეთის სისტემატიური გამოყენებით მცირდება უნაყოფობის განვითარების რისკი.
ნერვული სისტემა
ჩანასახების ზეთი ასევე სასარგებლოა ადამიანებისთვის რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებებით. აუმჯობესებს მეხსიერებას, ემოციურ ფონს, კონცენტრაციას. მისი გამოყენების შედეგად უმჯობესდება ძილი. ზეთში შემავალი ზევით ჩამოთვლილი ნივთიერებები აძლიერებს იმუნიტეტს.
ხორბლის ზეთში არსებული ადვილად შეთვისებადი E ვიტამინის უხვი რაოდენობის გამო, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს. იცავს უჯრედებს სხვადასხვა დაზიანებებისგან და ნაადრევი დაბერებისგან. მისი ხშირი გამოყენების შედეგად უმჯობესდება კანის, ფრჩხილების და თმების მდგომარეობა.