მოიცილეთ გლანდების ანთება სულ რაღაც 24 საათში : დროში გამოცდილი ყველაზე ეფექტური მეთოდი!
გლანდების ანთება არის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება. ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით, თუმცა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ინფექციებმაც.
იგი ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ყველაზე ხშირი ტიპია, თუმცა ზოგჯერ ემართებათ მოზრდილებსაც.
ტონზილიტის სიმპტომებია:
- ყელის ტკივილი რომელიც უარესდება ყლაპვისას
- ყურის ტკივილი
- მაღალი ტემპერატურა 38C და მეტი
- ხველება
- თავის ტკივილი
რა იწვევს ტონზილიტს?
შემთხვევათა უმეტესობაში ტონზილიტი ვირუსული ინფექციებითაა გამოწვეული, როგორიცაა გაციების, ან გრიპის ვირუსები (ინფლუენზა).
ზოგიერთ შემთხვევაში ტონზილიტს იწვევს ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად A ჯგუფისსტრეპტოკოკული ბაქტერია.
ამ ტიპის ინფექციები ადვილად ვრცელდება, ამგვარად ძალიან მნიშვნელოვანია მისი გავრცელების და სხვებზე გადადებისგან თავის არიდება შემდეგი გზებით:
- მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, როგორიცაა სამსახური, სკოლა, ან საბავშვო ბაღი, სანამ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ დაბრუნება უსაფრთხოა (ეს ძირითადად სიმპტომების გაქრობის შემდეგ ხდება)
- დახველების და დაცემინების დროს პირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან ხელსახოცი და მაშინვე გადააგდეთ
Ამ სტატიაში გავიგებთ, სწრაფად როგორ მოვიშოროთ ნუშისებრი ჯირკვლების ანთება 24 საათის განმავლობაში ანტიბიოტიკების გარეშე. ყელის ტკივილი, რომელიც ცნობილია როგორც ტონზილიტი, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები.. სიმპტომები ძირითადად ქრება სამ-ოთხ დღეში.
სახლური მეთოდები ტონზილიტის სამკურნალოდ:
1. თაფლი და ნიორი
ნიორი არის ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება, რომელსაც აქვს შეხორცების უნარი, ხოლო თაფლს შეუძლია დამამშვიდებელი ეფექტი მოახდინოს. ისინი როგორც ანტიმიკრობული, ასევე ანტიბაქტერიულია. ებრძვიან ინფექციებს და ვირუსებს, რომლებიც პირველ რიგში იწვევს პრობლემას.
2. თაფლი და კურკუმა
როგორც უკვე ვიცით, თაფლს აქვს სამკურნალო თვისებები, რომელიც აკონტროლებს ყელის მიკროორგანიზმების ზრდას და მის ჯანმრთელობას. ამჯერად თაფლი შერწყმულია კურკუმასთან. ისევე როგორც ნიორი, კურკუმაც არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, რომელსაც შეუძლია განკურნოს ყელის ტკივილი და ტონზილები.
3.გამორეცხვა
თქვენი ახალი საუკეთესო მეგობარი არის მარილიანი სავლები საშუალება. დაგჭირდებათ ერთი ჭიქა თბილი წყალი ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. აურიეთ მარილიანი წყლის ხსნარის შესაქმნელად და დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ.
4. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი 1 ს.კ შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს, სასწაულებს ახდენს! უბრალოდ აურიეთ ისინი და დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ რომ ნახოთ განსხვავება.