Vau.ge

ქაცვის კარაქი – მას შეუძლია სასწაულების მოხდენა თქვენი ჯანმრთელობისთვის : კურნავს კუჭის წყლულს და გასტრიტს ! 

ქაცვის კარაქი - მას შეუძლია სასწაულების მოხდენა თქვენი ჯანმრთელობისთვის : კურნავს კუჭის წყლულს და გასტრიტს ! 

 

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.

ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს და კარაქს.

ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი.

ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს

ქაცვის კარაქი  - რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირად აწუხებს გაციება და ვისაც აწუხებს კუჭის წყლული და გასტრიტი (გამწვავების გარეშე). ამავდროულად ძალიან გემრიელია.

რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტები: 

ქაცვს  ახარისხებენ, რეცხავენ და აშრობენ.
კენკრა ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გატარდეს,  მიღებულ პიურეს საცერში უშვებენ. შემდეგ  გადაიტანეთ მარლაზე და კარგად გაწურეთ.  ათქვიფეთ კარაქი, შაქარი და ქაცვის წვენი.

მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შედგით მაცივარში. ხანგრძლივი შენახვისთვის - საყინულეში.

 

Exit mobile version