Vau.ge

5 წლის წინ დაეწყო დედაჩემს საჯდომი ნერვის ანთება. ისე სტკიოდა, ადგილს ვერ პოულობდა – რამდენიმე ეფექტური ხალხური საშუალება აღმოვაჩინე და ამოისუნთქა კიდეც. 

5 წლის წინ დაეწყო დედაჩემს საჯდომი ნერვის ანთება. ისე სტკიოდა, ადგილს ვერ პოულობდა - რამდენიმე ეფექტური ხალხური საშუალება აღმოვაჩინე და ამოისუნთქა კიდეც. 

საჯდომი ნერვი - ყველაზე გრძელი ნერვია ადამიანის სხეულში. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილში, წელის მიდამოდან და იყოფა ორ ნაწილად.
გაივლის დუნდულა კუნთების ქვეშ, გადადის ბარძაყებსა და წვივებზე, სრულდება ტერფებთან. სწორედ ეს ნერვი უზრუნველყოფს ფეხების მოძრაობასა და ქვედა კიდურების კუნთების ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებას.
საჯდომი ნერვის დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზია მალთაშორისი დისკის თიაქარი.

დედაჩემს ისე ტკიოდასაჯდომის ნერვი, ყველაფერს თავი დაანება, სამსახურს ვიღა დაეძებდა — საწოლიდანაც კი ვერ დგებოდა.  ექიმების უდიდესი ძალისხმევით ფეხზე წამოდგა და შინიდან გასვლაც შეძლო.

რამდენიმე წლის წინ, ამ სატკივარმა ისევ შეახსენა თავი, თანაც სოფელში, სადაც ექიმის ჭაჭანებაც არ არის. იძულებული გავხდი, ხალხური მეთოდები მეძებნა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ეფექტური საშუალებაც აღმოვაჩინე. მას შემდეგ  ყველას ვუზიარებთ ამ რეცეფტს.

ბარძაყში ხანგრძლივი ტკივილების, იშიასის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს არაჩვეულებრივია კრაზანას ნაყენი.

2 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, 1-2 საათით დააყენეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, ჭამამდე.

იშიასის, რევმატიზმის, რადიკულიტის დროს კარგია ვერხვის ფოთლის ნახარში:

ნედლი ფოთოლი დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, შეიზილეთ მტკივან ადგილებში, დაიწყვეთ ცხელი (რომ არ დაგწვათ) საფენები.

მდუღარე აბაზანაში ჩადგით ფუტკრის ცვილი და გაალღვეთ. წინასწარ თხლად წაისვით მტკივან ადგილას და შეამოწმეთ, უძლებთ თუ არა მის ტემპერატურას. თუ არა, ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ შპატელით მოიცილეთ სასინჯი ფენა.

წაისვით მტკივან ადგილას 10-15%-იანი დინდგელის ზეთი, ზემოდან ფართო ფუნჯით ფენებად გადაისვით ცხელი  ცვილი, დაიდეთ შალის საფენი და გაცივებამდე გაიჩერეთ.

შესაძლოა, ერთი პროცედურაც გეყოთ. უკიდურეს შემთხვევაში გაიმეორეთ.

იასამნის გამხმარი კვირტები დაფხვენით, 1 ჩაის კოვზი ფხვნილი და 4 ჩაის კოვზი
ცხელი ღორის ქონი ერთმანეთში აურიეთ, შეიზილეთ მტივან ადგილას ნევრალგიის დროს.

Exit mobile version