Vau.ge

მან ყურში ძმარი და სპირტი ჩაიწვეთა. მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური ხერხია

მან ყურში ძმარი და სპირტი ჩაიწვეთა. მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური ხერხია

 

ყურების გასასუფთავებლად ძალიან ბევრნაირი ქიმიური თუ ბუნებრივი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური არის ძმარი. ის ყურის სიღრმეში ბაქტერიებს ადვილად კლავს. თუ კარგად არ სუფთავდება დიდი შანსია იმისა, რომ ადამიანი თავის ტკივილმა, სმენის დაქვეითებამ და ყურის ტკივილმა შეაწუხოს.

თქვენ დაგჭირდებათ ძმარი და სპირტი. ორივე ინგრედიენტი ძალიან ცოტა რაოდენობით (რამდენიმე წვეთი) უნდა აიღოთ და ერთმანეთს შეურიოთ.

ეს ნაზავი ყურში უნდა ჩაიწვეთოთ და 60 წამის განმავლობაში გაიჩეროთ (ამ დროს თავი გვერდულად უნდა გქონდეთ გადახრილი). შემდეგ თავი გაასწორეთ. ეს პროცედურა ყველა ბაქტერიას გაანადგურებს.

რატომ ყალიბდება ყურში გოგირდის საცობი?

გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. გარეთა სასმენ მილში განლაგებულია გოგირდის ჯირკვლები, რომელთა მოვალეობაა გოგირდის გამომუშავება. გამომუშავებული გოგირდი, ( ქვედა ყბის მოძრაობისას ) თვითონვე გადაინაცვლებს გარეთა სასმენი მილის გასასვლელისკენ და გამოდის ყურიდან.

ასევე ხშირად ხდება ისეც რომ გოგირდი ჭარბად წარმოიქმნება რაც ინდივიდუალურია და ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხშირად ვაღიზიანებთ გოგირდის ჯირკვლებს (ყურის ჩხირებით). მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეთა სასმენი მილის ანატომიური ფაქტორიც - ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით ვიწრო სასმენი მილი აქვს. ყურის ღრმად გაწმენდისას გოგირდის მასები სიღრმეში შეგვაქვს, რის გამოც გოგირდის გარეთ გამოსვლა ვეღარ ხერხდება, რაც საცობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რამ შეიძლება გვაეჭვებინოს ყურში გოგირდის საცობის არსებობა?

-ძირითადი სიმპტომებია ყურის დაგუბება და სმენის დაქვეითება, რასაც პაციენტი ხშირად უკავშირებს ყურში წყლის ჩასვლას - ამ დროს გოგირდის საცობი ფუვდება და მთლიანად ახშობს სასმენ მილს.

გარდა ყურის დაგუბებისა, სმენის დაქვეითებასთან ერთად ხშირია შუილი, ხმაური. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი თავბრუსხვევას უჩივის, ვინაიდან ზოგიერთს მეტად მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს.

უპირატესად რა ასაკში ჩნდება გოგირდის საცობი?

საცობის წარმოქმნა ინდივიდუალურია და ასაკზე არ არის დამოკიდებული.

არსებობს მოსაზრება , რომ ყურის გოგირდისგან მთლიანად გაწმენდა არ არის მიზანშეწონილი.რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

გოგირდს აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ამიტომ ის ყურში მუდამ უნდა იყოს, თუმცა არც ჭარბი დაგროვებაა სასურველი.

Exit mobile version