1 თვის განმავლობაში ყოველ დილას მივირთმევდი ამ ნარევს და საერთოდ დამავიწყდა მუცლის შებერილობა რა არის.
რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?
მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო ნაწლავებში აირების დაგროვებაა. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს შებერილობა და მუცლის მოვლითი ტკივილი. აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს თავად მუცლის შებერილობა?
მეტეორიზმი ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად ის მაინც კუჭნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადების გამოხატულებაა.
- ქრონიკული პანკრეატიტი - ორგანიზმს არ ჰყოფნის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები და შებერილობა თავს იჩენს ნებისმიერი ტიპისა და შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - დარღვეულია ანატომიურად ჯანსაღი ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქცია; ამ დროს შებერილობას თან ახლავს ტკივილი, ზოგჯერ - ფაღარათი ან ყაბზობა;
- დისბაქტერიოზი - ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითების ან სხვა მიზეზის გამო ირღვევა მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი და მავნე მიკროორგანიზმები იწყებენ აირების (უმეტესად - მეთანის, გოგირდწყალბადის, ამიაკის) გამომუშავებას; ამას მივყავართ შებერილობამდე, რომელსაც თან ახლავს მყრალი აირების გამოყოფა;
- ლაქტოზის აუტანლობა - ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ხშირად არ არის ფერმენტი, რომელიც რძისა და მისი პროდუქტების ათვისებას უწყობს ხელს;
- ნაწლავის გაუვალობა - აირების გამოყოფა შესაძლოა გაართულოს სიმსივნემ ან პოლიპმა, ეს კი მეტეორიზმს იწვევს.
ეს ნარევი საოცრად ჯანსაღი და ეფექტურია, რადგან გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით, რომელიც ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას და სახისთვის ლამაზი ფერის დაბრუნებას.
ამ ნატურალურ საშუალებას შეუძლია დაარეგულიროს ნივთიერებათა ცვლის პრობლემა და გააძლიეროს იმუნური სისტემა. აგრეთვე ამ საუზმის წყალობით შეგიძლიათ გაიწმინდოთ ნაწლავები.
მოგიხსნით ყაბზობას. თუკი რეგულარულად მიიღებთ შგიძლიათ თვეში 2-3 კილოგრამამდე დაიკლოთ. შედეგი ყველაზე ეფექტური იქნება მუცლის არეალში დაგროვილი ცხიმების მოსაშორებლად.
ამ ნარევს 1 თვის განმავლობაში ვამზადებდი და 7 კგ. დავიკელი და ამასთან ერთად საგრძნობლად გამიუმჯობესდა თმის, სახის კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა.
საჭირო იგრედიენტები:
- შავი ქლიავი 5-6 ცალი
- კეფირი 1 ჩ. ჭ. ან მსუბუქი იოგურტი
- სელის თესლის ზეთი 2 ს. კ.
- შვრიის ფანტელები 2 ს. კ.
- კაკაოს ფხვნილი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- საუზმის მომზადება საღამოს უნდა დაიწყოთ. შავი ქლიავი 10-15 წუთი დაალბეთ 100 მლ ადუღებული წყალში.
- ცალკე თასში აურიეთ კაკაო, სელის ზეთი და შვრიის ფანტელები.
- დაამატეთ კეფირი და კარგად აურიეთ.
- დაჭერით შავი ქლიავი და დაამატეთ დანარჩენ იგრედიენტებს.
- ყველაფერი კარგად აურიეთ და შედეთ მაცივარში. დილით კი ისიამოვნეთ ჯანსაღი საუზმით.