Vau.ge

მან დაასველა ბამბა არყით და გაიწმინდა სახე. შედეგი- ბრწყინვალე. არყის გამოყენების გზები

არაყი ყველაზე მოთხოვნადი სასმელია. ადამიანებს ის მოსწონთ, რადგან კარგად ერევა კოქტეილებში და აქვს სხვადასხვა ფასი. გარდა დალევისა, მისი გამოყენება სხვაგვარადაც შესაძლებელია. არაყი შედგება წყლისა და ეთანოლისგან, რომელიც ჯერ დუღდება, შემდეგ კი – გამოხდიან. გამოხდის პროცესი კი ანადგურებს ყოველგვარ არასასურველ მინარევს და არაყი რჩება სუფთა.
არაყი გამოდგება სათვალის გასაწმენდად. ნაჭერზე დაასხით არაყი და ნაზად გაწმინდეთ შუშები. არყით, ასევე, იდეალურად იწმინდება საპარსი ბრიტვები, ის, ასევე, მათ იცავს დაჟანგვისგან. ჩაასხით ცოტაოდენი არაყი ფინჯანში და მოათავსეთ ბრიტვა მასში, ის, აგრეთვე, დეზინფექციას გაუკეთებს სამართებელის პირს.
არაყი კარგად იცავს ყვავილებს დაჭკნობისაგან, ჩაასხით არყის რამდენიმე წვეთი წყლიან ლარნაკში, ისინი უფრო დიდხანს გაძლებს, თუ სითხეს ყოველ რამდენიმე დღეში გამოცვლით.
გაიწმინდეთ სახე სწორად – არყიანი ბამბით სახის გაწმენდის შემდეგ, შეგიმცირდებათ აკნე და ფორების ზომა.
არაყს თუ შამპუნში ჩაუმატებთ, გექნებათ მბრწყინავი და სურნელოვანი თმა.
ფეხზე უსიამოვნო სუნი გაგიქრებათ, თუ მასზე არყიან ნაჭერს მოისვამთ, მაგრამ შემდეგ,შესაძლოა, დაგრჩეთ არყის სუნი.
თუ პარკში ჩაასხამთ წყალსა და იმავე რაოდენობის არაყს. შეკრავთ და გაყინავთ, მისი საშუალებით ზაფხულის პაპანაქება სიცხეში შვებას ნამდვილად იგრძნობთ.

Exit mobile version