Vau.ge

ამ სტატიაში გაგაცნობთ ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების 3 საიდუმლო რეცეპტს! 

ამ სტატიაში გაგაცნობთ ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების 3 საიდუმლო რეცეპტს! 

ნიგვზიანი ბადრიჯანი (1)

მასალა:

1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავჭრათ 3-4 ნაწილად, მოვათავსოთ ჭურჭელში მო
ვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 40-50 წუთი, გავწუროთ ხელით
და შევწვათ ზეთში.

2. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი და მოვხრაკოთ.

3. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი, შევურიოთ დანაყილი ხმელი ქინძი და ხმელი სუნელი, დავამატოთ ღვინის ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ნიახური და კარგად ავურიოთ.

4. მიღებულ მასაში ამოვავლოთ შემწვარი ბადრიჯანი.

5. დარჩენილი მასა ბადრიჯანს ზემოდან წავუსვათ. გადავიტანოთ სინზე, მოვაყაროთ მოხრაკული ხახვი და ბროწეულის მარცვლები.

ნიგვზიანი ბადრიჯანი (2)

მასალა:

1. მთელ-მთელი ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევწვათ ქურაში უცხიმოდ.

2. დავჭრათ სიგრძეზე რამდენიმე ნაწილად, დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყული ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი, ზაფრანა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა. შევაზავოთ მარილითა და ღვინის ძმრით, გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, გავაფორმოთ ხახვის „მთვარითა“ და სტაფილოს „ვარსკვლავებით“.

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით (3)

მასალა:

1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2 საათი.

2. გავწუროთ ისე, რომ ფორმა არ შეიცვალოს, დავაწყოთ ცხიმიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

3. ცხელ-ცხელს წავუსვათ დაკეპილი ქინძი და ნიორი, ტაფაზე დარჩენილი წვენი ზემოდან მოვასხათ და გავაჩეროთ 10 წუთით, სანამ წვენს არ შეიწოვს. მოვასხუროთ ძმარი. გავაფორმოთ ისე, როგორც ფოტოზეა.

ბადრიჯანი მაიონეზში

მასალა:

1. კარგად გარეცხილი ბადრიჯანი სიგრძეზე დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ
2 საათი.

2. ხელით კარგად გავწუროთ და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.

3. მაიონეზს დავამატოთ პილპილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი, მწვანე ქინძი – წვრილად დაჭრილი და დაკეპილი ნიორი, კარგად ავურიოთ და მოვასხათ შემწვარ ბადრიჯანს.

Exit mobile version