მოამზადეთ სახლში წიწიბურას ბლინები რამდენიმე ინრედიენტის დახმარებით - რაც მთავარია იაფი და გემრიელია!
წიწიბურას ბლინები ყვავილოვანი კომბოსტოთი
მასალა:
- 60გრ წიწიბურას ფქვილი
- 40გრ ხორბლის ფქვილი
- 2 კვერცხი
- 100მლ რძე
- 50მლ მინერალური წყალი
- 2ს/კ დაფქული თხილი
- 1/2 ჩ/კ მარილი
- 1/2 ჩ კ პილპილი.
სართი:
- 400გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- მარილი
- 1თ ხახვი
- 2ს/კ კარაქი
- დანის წვერით მუსკატის კაკალი
- 150გრ ბრი (ყველის სახეობა)
- ცხიმი გამოსაცხობად.
1. ბლინის მასალა ერთმანეთს შეურიეთ და ცოტა ხანს თბილად დადეთ.
2.ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ, გაარჩიეთ, ყვავილედები დააცალკევეთ, მდუღარე
მარილწყალში ჩაყარეთ და საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 15წთ ხარშეთ.
3. ხახვი გაფცქვენით, წვრილად დაკეპეთ. ყვავილოვანი კომბოსტო გაწურეთ და
შუა-შუა დაჭერით კარაქი გაადნეთ და ხახვი მოშუშეთ. შემდეგ ყვავილოვანი
კომბოსტოც დაამატეთ და შეწვით. მარილით, პილპილითა და მუსკატით შეაზავეთ
და თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ.
4. ყველი რვა ნაწილად დაჭერით, უწვავძირიან ტაფაზე ცხიმი გაადნეთ, ცომის მეოთხედი ზედ დადეთ, გაანაწილეთ და საშუალო ცეცხლზე 3-5წთ აცხვეთ. როგორც კი დაიბრაწება, გადმოაბრუნეთ და მეორე მხრიდან შეწვით დადეთ ზედ ორი ნაჭერი ყველი და ცოტაოდენი ყვავილოვანი კომბოსტო, ჩადეთ თავდახურულ ტაფაში და 3-5წთ კიდევ შეწვით. შემდეგ, გადაკეცეთ შუაზე და სუფრაზე მიიტანეთ.
თეთრთავა ყვავილოვანი კომბოსტოს ხარშვისას სამზარეულოში - ცუდი სუნი რომ არ დადგეს, ქვაბში კარგად გარეცხილი კაკალი ჩააგდეთ, ხოლო ფერი რომ არ შეიცვალოს ლიმონის პატარა ნაჭერი ჩადეთ.
წიწიბურას კონკრეტულ სარგებელს რაც შეეხება, ახლავე მოგახსენებთ:
მასში შემავალი რკინა (და წიწიბურა საკმაოდ დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს) სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს და სახის კანის ჯანმრთელი ფერის გარანტია. მისი მიღება ექიმების მიერ რეკომენდირებულია ანემიის დროს, ვინაიდან ის არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს. წიწიბურაში შემავალი კალიუმი ოპტიმალურ არტერიულ წნევას უზრუნველყოფს, კალციუმი - კარიესთან, ადვილად მტვრევად ფრჩხილებთან და სუსტ ძვლოვან სისტემასთან ბრძოლაში საუკეთესო მოკავშირეა; მაგნიუმი კი დეპრესიისგან გვიცავს და ზედმეტი წონის დაგროვების პრევენციაში გვეხმარება.