Vau.ge

ყველაზე გემრიელი ხაჭაპური მზადდება მაწვნით და რძით – მოგიტანეთ შესანიშნავი რეცეპტები.

ყველაზე გემრიელი ხაჭაპური მზადდება მაწვნით და რძით - მოგიტანეთ შესანიშნავი რეცეპტები.

ხაჭაპური საფუვრიანი ცომისგან

ცომი:

სართი:

1. 2 ჩ/ჭ რძე ან წყალი გაათბეთ დაახლოებით 30°C-ზე, მასში გახსენით საფუარი და მარილი, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2. გაადნეთ ცხიმი, გააგრილეთ, მიღებულ მასას ნელ-ნელა დაამატეთ და ზილეთ მანამ, სანამ მთლიანად შეიშრობს.

3. მოზელილ ცომს მოაყარეთ ფქვილი, შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 2-3სთ. გაფუების პროცესში ცომი 2-3-ჯერ გადაზილეთ.

4. ყველი დაჭერით ნაჭრებად (თუ მარილიანია დაალბეთ წყალში და კარგად გაწურეთ ხელით). უმარილო ახალ ყველს დალბობა არ სჭირდება. დაჭრილი ყველი ხელით კარგად დაჭყლიტეთ, შეურიეთ კვერცხი და ცხიმი (თუ ყველი ნაკლებცხიმიანია).

5. ცომი დააგუნდავეთ, გააბრტყელეთ, ჩადეთ შიგ ყველი, მოუკარით
პირი, გააბრტყელეთ მრგვალად და გამოაცხვეთ 6 ცხელ ხაჭაპურს ზემოდან
წაუსვით ცხიმი.

ხაჭაპური ფენოვანი ცომისგან

ცომი:

სართი:

1. 1 კვერცხი ათქვიფეთ, დაასხით თბილი წყალი, დაამატეთ ძმარი, ზეთი და მოზილეთ მაგარი ცომი. 400გრ მარგარინი გაყავით სამ ნაწილად.

2. ცომი კარგად გააბრტყელეთ და წაუსვით მარგარინის მესამედი, დაკეცეთ კონვერტისებურად და შედგით მაცივარში 30-40წთ.

3. შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ, კვლავ წაუსვით მარგარინის მეორე ნაწილი, გადაკეცეთ და ისევ 30-40წთ-ით შედგით მაცივარში.

4. ეს ოპერაცია გაიმეორეთ მესამედაც. ასეთი ცომი მაცივარში 2-3 დღე ინახება.

5. მომზადებული ფენოვანი ცომის ნახევარი გააბრტყელეთ თუნუქის ფურცელზე, დაადეთ ყველის გულსართი, დააფარეთ მეორე გაბრტყელებული ნახევარი, ნაპირები კარგად შეუკარით, ზემოდან წაუსვით რძეში გახსნილი კვერცხის გული და შედგით კარგად გაცხელებულ აირღუმელში. შუა ცხობისას ტემპერატურას დაუკელით. ზედაპირი რომ გამკვრივდება, გამოიღეთ და ცხელ-ცხელი მიირთვით.

მაწვნის ცომის ხაჭაპური

ცომი:

სართი:

1. მაწონში ჩაასხით ძმარში გახსნილი სოდა და ცოტა ხნით გააჩერეთ.

2. კვერცხი კარგად ათქვიფეთ გამდნარი კარაქთან ერთად, დაამატეთ მაწონში გახსნილი ცოტა მარილი, მოზილეთ ცომი, შეფუთეთ და დადეთ 1-2სთ თბილ ადგილას.

3. აფუებული ცომი გააბრტყელეთ, დაადეთ ყველის გულსართი, დადეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ტაფაზე, ხელით კარგად გააბრტყელეთ, წაუსვით რძეში ან მაწონში ათქვეფილი კვეცხის გული და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.

Exit mobile version