Vau.ge

ლობიოს გასაოცარი წვნიანი, რომლის გასინჯვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!

ლობიოს გასაოცარი წვნიანი, რომლის გასინჯვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!

ლობიოს წვნიანი

მასალა:

ლობიო მოხარშეთ. წყალი იმდენი დაასხით, რომ მოხარშვის შემდეგ წყალი ბლომად
დარჩეს (თუ მაინც დააკლდა, დაასხით მდუღრე წყალი). ხახვი წვრილად დაკეპეთ, მოხრაკეთ ზეთში, დაჭერით რეჰანი, ქონდარი, პიტნა, ქინძი (ზამთარში ეს მწვანილები
გამხმარი ან დანაყილი სახით შეიძლება იხმაროთ), ოხრახუში, ნიახური, ნიორი,
მოხრაკული ხახვი და ყველა მწვანილი მოხარშულ ლობიოში ჩაუშვით. ერთი-ორჯერ ციცხვი ამოუსვით ისე, რომ ლობიო - ნახევრად ამოილესოს და ცეცხლიდან
გადმოდგით. სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ, როგორც ფოტოზეა.

ნიგვზიანი ლობიო

მასალა:

ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაკეპილი ოხრახუში და ნიახური, წითელი
წიწაკა, ძმარი და მარილი მოხარშულ ლობიოს დავამატოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე მიტანისას მორთეთ ისე, როგორც ფოტოზეა. ასეთი კერძი სჯობს გურული ლობიოსგან დაამზადოთ. ნიგვზიან ლობიოს უხდება მჭადი.

კირკაჟი ლობიო

მასალა:

მოხარშული ლობიო გადაწურეთ. დაკეპეთ ოხრახუში, ნიახური, ქინძი, ქონდარი, ხახვი
და ლობიოში აურიეთ, მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი. თიხის ქოთანში მომზადებული ლობიო ყველაზე გემრიელია.

ლობიოს შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ლობიოში დაახლოებით 25% ცილებია, რომელთაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. მცენარე მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. B ჯგუფის ვიტამინები ლობიოში ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობითაა წარმოდგენილი.

ასევე უხვადაა მასში A, C, E, K და PP ვიტამინები, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და შეუცვლელი ამინმჟავები. გოგირდი ეხმარება ორგანიზმს კანის დაავადებებთან, ნაწლავთა ინფექციებთან, რევმატიზმთან, სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან ეფექტურად ბრძოლაში. რკინა აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას, აძლიერებს მის ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

თუთია, რომელიც შედის ლობიოს შემადგენლობაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. სპილენძი პასუხისმგებელია ჰემოგლობინისა და ადრენალინის სინთეზზე (წარმოქმნაზე). დიეტოლოგები და ექიმები ლობიოს რეკომენდაციას უწევენ როგორც ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. სასარგებლოა ის გულის რიტმის დარღვევების დროსაც. ამრიგად, ლობიო ჭეშმარიტად დიეტური და სამკურნალო საკვებია. ის კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ.

Exit mobile version