ყაბაყის დიეტა ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყაბაყის საშუალებით 10 დღეში 5 კილოს დაიკლებთ. ბევრი ცნობილი ადამიანი სწორედ ამ სქემით გახდა, როგორც ამბობენ ამ დიეტით სარგებლობდნენ ალენ დელონი და მარგარეტ ტეტჩერი.
ყაბაყის დიეტის წესები:
დღეში მინიმუმ ნახევარი კილო ყაბაყი უნდა მიირთვათ;
საკვები დღეში 5-ჯერ მიიღეთ;
დღე-ღამეში 2 ლიტრამდე წყალი დალიეთ;
10 დღის განმავლობაში სასტიკად იკრძალება: ალკოჰოლი, შაქარი და შოკლადი.
თუ შიმშილის გრძნობას ვერ უმკლავდებით მიირთვით რამდენიმე ცალი ქლიავი.
საუზმე
გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ ყაბაყს 3 ს/კ ჭვავის ფქვილი დააყარეთ და 1 ათქვეფილი კვერცხიც დაამატეთ. მიღებული მასა 220-230 გრადუსზე გამოაცხვეთ.
სადილი
ნიახურის და ბოსტნეულის სუპი მიირთვით. დააყოლეთ რამდენიმე სალათის ფურცელი.
ვახშამი
გამოშიგნეთ ყაბაყი და ცარიელი ადგილი თქვენთვის საყვარელი ბოსტნეულით შეავსეთ მოათავსეთ ფოლგაში და საცხობში 250 გრადუსზე 35-40 გააჩერეთ.