Vau.ge

ძველებური ფუნთუშები, რომელსაც ჩემს ბავშვობაში ყოველთვის გვიცხობდა დედა!

ძველებური ფუნთუშები, რომელსაც ჩემს ბავშვობაში ყოველთვის გვიცხობდა დედა!

ფუნთუშების ცომი

რეცეპტი 1

მასალა:

1. ცომის მოსაზელ ჭურჭელში ჩაასხით 2,5ჩ/ჭ თბილი რძე (ან წყალი), გახსენით
მასში საფუარი და განუწყვეტლივ ურიეთ, ჩაყარეთ ფქვილის ნახევარი, კარგად აურიეთ,
რომ კოშტები არ გაჩნდეს, დაახურეთ და დადგით თბილ ადგილას, რათა ამოვიდეს.
2. საფუარი რომ ამოვა, შეურიეთ მარილი, შაქარი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი
(შეგიძლიათ, დაამატოთ 2-3 კვერცხი, ვანილი ან კარდამონის ფხვნილი), შეაზილეთ
ფქვილის დანარჩენი ნახევარი და კარგად აზილეთ მანამ, სანამ ცომი ჭურჭლის
კედლებსა და ხელებს იოლად მოსცილდება.

3. ამის შემდეგ, ცომიან ჭურჭელს ისევ დაახურეთ და დადგით თბილ ადგილას. როგორც კი ცომი 2-ჯერ მეტი მოცულობის გახდება, გადმოიღეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და დააგუნდავეთ 50-60გრ-იან ბურთულებად, დაალაგეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, დადეთ თბილ ადგილას, კიდევ ერთხელ რომ ამოვიდეს. 4. ბოლოს, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში შედგით გამოსახცობად. ცხვება 12-15 წუთში.

რეცეპტი 2

2   ჭიქა თბილი რძე

2   ს/კ მშრალი საფუარი

14  ჭიქა შაქარი

2   ს/კ მარილი

6   ს/კ დარბილებული მარილიანი კარაქი

2   ცალი დიდი კვერცხი

6   ჭიქა ფქვილი

1   ს/კ გამდნარი კარაქი

თასში ათქვიფეთ თბილი რძე, საფუარი, შაქარი, მარილი, დარბილებული კარაქი და კვერცხი. დაუმატეთ 5 ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თანდათანობით შეურიეთ კიდევ ½ ჭიქა ფქვილი. მიიღებთ წებოვან და რბილ ცომს. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი. ცომი ცხიმმოსმულ თასში გადაიტანეთ. დააფარეთ ჭურჭლის ტილო და ასაფუებლად თბილ ადგილას 1სთ 30 წთ–ით დადგით.

მოუსვით ცხიმი საცხობ ლანგარს. ჩაზილეთ ცომი და გააკეთეთ 24 გუნდა. გუნდები ლანგარზე 6 რიგად დაალაგეთ. დააფარეთ და გააჩერეთ 1 საათით. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. ფუნთუშები 12–14 წუთით აცხვეთ, თავზე ოდნავ გადაბრაწვამდე. გამოიღეთ ღუმელიდან და ფუნჯით გამდნარი კარაქი წაუსვით. მიირთვით თბილი ან ცივი. 15 წუთით ლანგარზევე გააცივეთ, შემდეგ კი გადმოიღეთ რკინის ცხაურზე.

Exit mobile version