Vau.ge

თქვენ შეგიძლიათ სამუდამოდ გამოდევნოთ ორგანიზმიდან ჭიები, აღადგინოთ დაზიანებული თირკმელები – ამისთვის გჭირდება მხოლოდ ერთი პროდუქტი, რომელიც უკვე იქნება თქვენს სამზარეულოში, განსაკუთრებით ახლა შემოდგომაზე!

თქვენ შეგიძლიათ სამუდამოდ გამოდევნოთ ორგანიზმიდან ჭიები, აღადგინოთ დაზიანებული თირკმელები - ამისთვის გჭირდება მხოლოდ ერთი პროდუქტი, რომელიც უკვე იქნება თქვენს სამზარეულოში, განსაკუთრებით ახლა შემოდგომაზე!

საუკეთესო ბოსტნეული ღვიძლისთვის.

ჩვენ ყველას გვსმენია და წაკითხული გვაქვს გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ.  რისი მკურნალობა შეიძლება, თუ რეგულარულად მიირთმევთ გოგრას?

გოგრა კარგად ინახება. მისი მაგარი ქერქი, განსაკუთრებული შემადგენლობის რბილობი და თესლი ადვილად ძლებს გაზაფხულამდე.

გოგრის უჯრედისი ადვილად იხარშება და რბილდება. მოხარშულ გოგრას ბავშვის ორგანიზმი კარგად ითვისებს, ამიტომ შეიძლება, ყოველდღიურ რაციონშიც ჩავრთოთ. უმი გოგრით მოუმზადეთ სალათები შებერილობისადმი (აირების დაგროვებისადმი) მიდრეკილ ბავშვებს.

სასარგებლოა გოგრის არა მხოლოდ რბილობი, არამედ თესლიც. მასში უხვადაა მიკროელემენტები - კალიუმი (K), კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), ნატრიუმი (Na), ფოსფორი (P), თუთია (Zn), რკინა (Fe), ვიტამინები (A, C, B, B12, PP, E, K; ეს უკანასკნელი მოქმედებს სისხლის შემდედებელ სისტემაზე და მას არც ერთი სხვა ბოსტნეული არ შეიცავს).

თუ რეგულარულად მიირთმევთ გოგრას, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად განკურნოთ ღვიძლი. გოგრა ასუფთავებს ღვიძლს და აღადგენს მას. როგორ ვჭამოთ გოგრა  რომ სასარგებლო იყოს?  აუცილებელია გოგრისა და ზეითუნის ზეთის სალათების მომზადება.

სალათას ასე ამზადებენ: გოგრას გახლეჩენ შუაზე, ერთ დიდ ნაჭერს იღებენ და მსხვილ სახეხზე ხეხავენ. შემდეგ გახეხილ გოგრას ასხამენ ზეითუნის ზეთს, ურევენ და ადუღებენ ხუთი წუთის განმავლობაში. ეს სალათი კარგია დილით უზმოზე. გოგრა ასევე შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ და დაუმატოთ სხვადასხვა მწვანილი, ზეითუნის ზეთი და მარილი. გამომცხვარი გოგრა შეიცავს უამრავ გლუკოზას და ბევრ ვიტამინს.

გოგრის თესლის ფაფა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. თესლი რძესთან ერთად უნდა ათქვიფოთ, გემოვნებისამებრ დაამატოთ თაფლი, ხილის წვენი და უზმოზე მისცეთ პატარას როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება - თითო სუფრის კოვზი ორჯერ, ნახევარსაათიანი ინტერვალით.

გოგრას დამამშვიდებელი და უძილობის საწინააღმდეგო თვისებაც აქვს. მიეცით ბავშვს თაფლით დამტკბარი 50-70 მლ გოგრის ნახარში ძილის წინ.

რა შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს გოგრისგან?

შემოდგომის სალათა

საჭიროა:

მოხარშული გოგრა დაჭერით კუბებად, დაახეხეთ ვაშლი და სტაფილო, მოასხით თაფლი და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მიირთვით.

Exit mobile version