Vau.ge

დასუსტებული ორგანიზმის მოსაძლიერებლად ბებიაჩემი ყველას ურჩევდა ამ რეცეპტს და მადლობებსაც ყოველთვის ღებულობდა. გადავწყვიტე იგი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო!

დასუსტებული ორგანიზმის მოსაძლიერებლად ბებიაჩემი ყველას ურჩევდა ამ რეცეპტს და მადლობებსაც ყოველთვის ღებულობდა. გადავწყვიტე იგი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო!

ღორის ქონი – უნიკალური უძველესი პროდუქტი, რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში. ამ პროდუქტის ფართო გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განპირობებულია არა მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებებისა და კალურიულობის, არამედ ამ პროდუქტისთვის დამახასიათებელი ნეიტრალური გემოსა და სუნის გამო.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, ღორის ქონი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში, თუმცა სახლში დამზადებული პროდუქტი, ეჭვგარეშეა, გაცილებით სასარგებლო და გემრიელია. მისი დამზადების მეთოდი საკმაოდ მარტივია:

ვიღებთ ღორის ქონს, მთლიანად ვასუფთავებთ ხორცისგან და ვალბობთ წყალში 12 საათის განმავლობაში, პერიოდულად აუცილებლად ვუცვლით წყალს. კარგად დამბალ ქონს ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვიწყებთ დაბალ ცეცხლზე მისი გადნობის პროცესს, წყლის სრულ აორთქლებამდე. წარმოქმნილი ნახევრადგამჭვირვალე ცხიმი გადაგვაქვს მინის ქილაქში ან კერამიკის ქოთანში, მჭიდროდ ვაფარებთ თავს და ვტოვებთ გარკვეული პერიოდით.

უძველესი დროიდან ღორის ქონი გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: სახსრების ტკივილი, ეგზემა, გაციება და ა.შ. გარდა შინაგანად მიღებისა, ქონით იმუშავებენ უშუალოდ სხეულის მტკივან ზედაპირსაც.

რაც შეეხება სიმელოტეს, მის დასამარცხებლად ქონს იზელენ თავის კანში, იჩერებენ რამდენიმე წუთით და შემდეგ თავს თბილი წყლით იბანენ.

თუ მუხლის სახსარი გტკივათ, დაიმუშავეთ ის ღორის ქონით, შემოიხვიეთ პარკი, ზემოდან თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამით. მეტი ეფექტურობისთვის, ქონში მცირეოდენ თაფლსაც ურევენ. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, მდგომარეობის გაუმჯობესებას ხანმოკლე დროში შენიშნავთ.

აიღეთ თანაბარი რაოდნობით – დაახლოებით 200-200 გრამი კაკაოს ფხვნილი, ღორის მუცლის ქონი და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ მიიწვას მანამ, ვიდრე არ ადუღდება. შემდეგ გადადგით და გააცივეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ძალიან ცხელ რძეში და ისე დალიეთ.

წამალმა ზოგჯერ კუჭის შეკრულობა იცის, ასეთ დროს, წამლის ამ თვისების გასანეიტრალებლად უნდა მიირთვათ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.

Exit mobile version