Vau.ge

სასწრაფო დახმარება სახლის პირობებში პაკრეატიტის დროს! მამაჩემს ეს რეცეპტი მისმა თანამშრომელმა გაუმხილა!

სასწრაფო დახმარება სახლის პირობებში პაკრეატიტის დროს! მამაჩემს ეს რეცეპტი მისმა თანამშრომელმა გაუმხილა!

პანკრეატიტი არის კუჭქვეშა ჯირკვლის(პანკრეასის) ანთება, რომლის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. პანკრეატიტის დროს ვითარდება  ჯირკვლის ქსოვილის ანთება, შეშუპება და ნეკროზი. მიმდინარეობის მიხედვით  არსებობს პანკრეატიტის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული.

მწვავე პანკრეატიტი - არის ანთებითი მდგომარეობა, რომელსაც ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი და პანკრეასული ფერმენტების დონის მატება სისხლში. მწვავე პანკრეატიტის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება და ქრონიკული ალკოჰოლიზმი. დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომი არის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში,  რომელიც არის ყრუ, მუდმივი  ხასიათის. ვლინდება უეცარი დაწყებით და ტკივილის ინტენსივობის ზრდით. შეიძლება  ტკივილი აღინიშნოს  მარცხენა და მარჯვენა  ფერდქვეშა არეებშიც,  იმის მიხედვით  პანკრეასის რომელი  ნაწილია დაზიანებული.

პანკრეატიტის მკურნალობა შეგიძლიათ ხალხური საშუალებებით, მაგალითად, გასაოცარი კამით ან მისი თესლით. ერთ ჩაის კოვზ დაჭრილ ნედლეულს (კამა ან მის თესლს) დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. დალიეთ ოთხ დოზად.

მწარე აბზინდას ბალახს იყენებენ საინფუზიო ან ალკოჰოლური ნაყენის სახით. 1ს.კ ბალახს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, მიიყვანენ ადუღებამდე, ადუღებენ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ ადუღებულს აჩერებენ 45 წუთის განმავლობაში, ფილტრავენ. ნაყენი მიიღეთ 1-2 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მწვანე აბზინდას პრეპარატების დანიშვნისას ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა მცირდება ან მთლიანად ქრება, უმჯობესდება მადა, ნორმალიზდება კუჭის მოქმედება.

შვრიის კისელი -  შვრია  დაალბეთ წყალში და დადგით თბილ ადგილას. მეორე დღეს, როცა შვრიის მარცვლები გაღივდება, გარეცხეთ, გააშრეთ და დაფქვით ყავის საფქვავში, მიღებულ შვრიის ფხვნილს დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი. ამის შემდეგ კისელი გადმოდგით ცეცხლიდან და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. შვრიის კისელი ყოველთვის ახალი უნდა იყოს, ამიტომ გამოყენებამდე უნდა მომზადდეს.

აიღეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი და 1-2 სტაფილო. კარგად გარეცხეთ. კარტოფილი გათალეთ, თავად კანი არ არის საჭირო. შემდეგ წვენსაწურში გაწურეთ, უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი. წვენს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 7 დღეა, შემდეგ - ერთი კვირა შესვენება. აუცილებელია მკურნალობის 3 კურსის ჩატარება.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტრადიციული მედიცინა ასევე გვირჩევს ვარდკაჭაჭას ნაყენის დალევას. პანკრეატიტის დროს რეკომენდებულია ზღვის მცენარეების რეგულარული მოხმარება ცხელი სანელებლების გარეშე.

 

Exit mobile version