Vau.ge

დაავადებების 95 % გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის ტოქსინებით. აი, როგორ უნდა გაიწმინდოთ იგი ერთხელ და სამუდამოდ!

დაავადებების 95 % გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის ტოქსინებით. აი, როგორ უნდა გაიწმინდოთ იგი ერთხელ და სამუდამოდ!

თითოეული ადამიანის სიცოცხლის უნარიანობაში მნიშვნელოვან როლს ნაწლავები თამაშობენ. ის საჭმლის მომნელებელ პროცესში მონაწილეობენ, საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებებს იწოვენ, რომლებიც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისა და აღდგენისთვის სჭირდება.

ორგანიზმის სწორი მუშაობა ნაწლავებზეა დამოკიდებული. ბევრი დაავადების თავიდან ასაცილებლად ნაწლავები უნდა გაწმინდოთ.

75 წლის განმავლობაში ადამიანის ნაწლავებში დაახლოებით 100 ტონა საკვები და 40 000 ლ სითხე გადის. შედეგად მასში ბევრი ტოქსიკური ნივთიერება გროვდება.

როგორ გავწმინდოთ ნაწლავები

ნაწლავების გასაწმენდად ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველა ეფექტური არაა. ნაწლავების გამორეცხვა ჰიდროკოლონოთერაპიით საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, რომელიც ბევრ დროის მოითხოვს და ნაწლავების მიკროფლორას აზიანებს.

ზოგიერთი ექიმი და დიეტოლოგი გირჩევთ ერთი დესერტის კოვზით სელის თესლის სპეციალური ფქვილი მიიღოთ. მისი დახმარებით  3 კვირაში ნაწლავების გაწმენდას შეძლებთ.

ამ მეთოდის დახმარებით წონა რეგულირდება და ცხიმოვანი დაგროვება ეფექტურად იწვება.

სელის თესლის ფქვილს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოაქვს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ეს საშუალება შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ბიოლოგიური ტრაქტის და სხვა დაავადების დროს, როგორც დამხმარე საშუალება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს საშუალება მხედველობას აუმჯობესებს და ტვინის მოქმედებას ააქტიურებს.

გამოყენება

1. პირველ კვირას 1 დესერტის კოვზი სელის თესლის ფქვილი 100 გრ კეფირთან ერთად მიიღეთ.

2. მეორე კვირას ფქვილის რაოდენობა 2 დესერტის კოვზამდე გაზარდეთ.

3. მესამე კვირას 3 დესერტის კოვზი სელის თესლის ფქვილი 150 გრ კეფირთან ერთად მიიღეთ. კეფირი შეგიძლიათ უცხიმო მაწვნით ან სახლის იოგურტით ჩაანაცვლოთ.

თუ არ იცით, ასეთი ფქვილი სად იყიდება, შეგიძლიათ თავად დაფქვა. სელის თესლი აფთიაქში იყიდეთ და ყავის საფქვავში დაფქვით. ნარევი საუზმის ნაცვლად მიიღეთ.

უკვე სამ კვირაში შეამჩნევთ, რომ ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და წონა შემცირდა. ორგანიზმის გაწმენდის პერიოდში ბევრი წყლის მიღება არ დაგავიწყდეთ.

ასევე შეგიძლიათ სელის თესლი თქვენს კერძს დაუმატოთ, რომ კერძი კიდევ უფრო სასარგებლო გახადოთ. სელის თესლი სალათების, ბოსტნეულის კერძების, სოუსების მოსამზადებლად და გამოცხობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Exit mobile version