Vau.ge

აუცილებლად ჩაიწერეთ ეს რეცეპტი თქვენს ბლოკნოტებში! გიზიარებთ მეთოდს, რომლის დახმარებით დავამარცხე რადიკულიტი! ეს ნამდვილად მუშაობს!

აუცილებლად ჩაიწერეთ ეს რეცეპტი თქვენს ბლოკნოტებში! გიზიარებთ მეთოდს, რომლის დახმარებით დავამარცხე რადიკულიტი! ეს ნამდვილად მუშაობს!

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება. სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.

რადიკულიტის მიზეზები

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.

რადიკულიტი ერთი და ორი წელი როდი მტანჯავდა. შეიძლება ითქვას, სიცოცხლე
ახალგაზრდობაშივე გამიმწარა, უებარი წამლის ძიებაში უამრავი დრო დავკარგე, ბოლოს კი რამდენიმე ისეთ რეცეპტს გადავაწყდი, სიცილად არ მეყო, მაგრამ ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობიაო და მეც ვცადე, მით უფრო, რომ ეს საშუალებები ძალზე იოლი მოსამზადებელი აღმოჩნდა. შედეგმა გამაოგნა.

აიღეთ 375 გრამი ალოეს ფოთოლი (ალოე უნდა იყოს 3-5 წლის, ფოთლების დაკრეფამდე 5 დღის განმავლობაში არ უნდა მორწყოთ), მოაჭერით ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 625 გრამი ნატურალური მაისის თაფლი და 675 მლ წითელი ღვინო, ამ ყველაფერს კარგად მოურიეთ და 5 დღით დადგით ბნელ, ცივ ადგილას.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიირთვით თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე
ერთი საათით ადრე, მომდევნო დღეებში კი თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე
ჭამამდე ერთი საათით ადრე.

აიღეთ პირშუშხას მოზრდილი ფოთლები და დაიდეთ მტკივან ადგილას, წელი შეიხ-
ვიეთ თბილად. შეგიძლიათ, ფოთლები გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული ფაფა სქლად წაუსვათ საფენზე და ისე დაიდოთ წელზე, გარედან კი თბილად შეიხვიოთ.

აიღეთ რამდენიმე თავი შავი ბოლოკი და კანიანად გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ დოლბანდში, წვენით დაიზილეთ მტკივანი ადგილები და სწრაფად შეიხვიეთ თბილად.

აიღეთ 10 გრამი სვიის გირჩი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, რამდენიმე საათს. დადგით და შემდეგ იმდენ ხანს ადუღეთ, რომ წყალი განახევრდეს. მიღებულ ნახარშს დაუმატეთ 1/3 წილი ძროხის მუცლის ქონი ან ვაზელინი და კარგად ათქვიფეთ. ამ მალამოთი დღეში სამჯერ დაიზილეთ მტკივანი ადგილი.

Exit mobile version