როგორ შევაჩეროთ ფეხების შეშუპება მედიკამენტების გარეშე? ეფექტური მეთოდია!
ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
- გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
- ფლებიტი (ცალი კიდური);
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
- ღვიძლის დაავადებები;
- შიმშილი (მკაცრი დიეტები);
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
- ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
- პრეპარატები;
- პერიკარდიტი;
- ცხოვრების წეთან დაკავშირებული ფაქტორები.
ანთებით მიმდინარე ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
- აქილევსის მყესის გაწყვეტა
- მენისკის დაზიანება
- ბეიკერის კისტა (მუხლის სახსართან დაგროვებული სითხე)
- კოჭის/ტერფის მოტეხილობა
- ფეხის მოტეხილობა
- პოდაგრა (ჭარბი შარდმჟავის დაგროვებით გამოქვეული ართრიტი)
- ფეხის ინფექცია ან ჭრილობა
- მუხლის ბურსიტი (მუხლის სახსრის სითხით სავსე ჩანთის ანთება)
- ოსტეოართრიტი
- რევმატოიდული ართრიტი
- კოჭის ღრძობა
ანთებით გამოწვეული ფეხის შეშუპება სიცოცხლისათვის საშიში არ არის და მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას.
ფეხების შეშუპება სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შედეგია. სისხლის და ლიმფას დაგროვების გამო აღინიშნება ფეხების შეშუპება და ტკივილი. ფეხების შეშუპების დროს რეკომენდებულია სირბილი, ველოსპორტი, ცურვა.
იმ დაავადებების დროს, რომლებსაც შეშუპება ახლავს, უნდა მიიღოთ ის ხილი, ბოსტნეული და მცენარეები, რომლებიც შეიცავენ ბევრ კალიუმს (გოგრა, ყაბაყი, ბადრიჯანი, პატისონი, გარგარი, ყურძენი, ქლიავი, ბაბუაწვერას ბალახი და ფესვი).
ფეხების შეშუპების დროს სასარგებლოა, ასევე, შემდეგი ხალხური საშუალებები:
შეკერეთ ფეხის ზომის შესაბამისი ტომრები (მუხლამდე), აავსეთ არყის ხის ფოთლებით. ფეხები ტომრებში მოათავსეთ ისე, რომ ფოთლები (დაახლოებით ერთი თითის სისქეზე) ყველა მხრიდან იყოს.
ფეხები ძალიან გაგიოფლიანდებათ. თუ ფოთლები 3-4 საათში ძლიერ დასველდა, ახალი ფოთლები უნდა ჩადოთ. რამდენიმე სეანსის შემდეგ შეშუპება გაგივლით. მცირე შეშუპების დროს საკმარისია 1–2 სეანსი.
1 ს.კ. სელის თესლი ადუღეთ 1 ლ. წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. ქვაბს დააფარეთ თავზე და დადგით თბილ ადგილას 1 საათით. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. (ცხლად) 2 საათში ერთხელ 6–7–ჯერ დღეში.
გემოსთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი. შედეგი მიიღწევა 2–3 კვირის შემდეგ. დალიეთ წითელი მოცვის ჩაი (1 ჩ.კ. 1 ჩ.ჭ. წყალზე).