ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც იწვევს ბგერითი იოგების ზედმეტი დაძაბვა, ჰიპოთერმია, ან სხვადასხვა მწვავე ინფექცია.
სიმპტომები:
• ხმის ჩახლეჩა;
• ხმის დაკარგვა;
• ყელის ტკივილი;
• ყელის სიმშრალე;
• მშრალი ხველა.
ამ დროს სასარგებლოა ხახვის სიროფის მომზადება: დაჭერით 3–4 საშუალო ზომის ხახვი და მოხარშეთ 4 ჭიქა წყალში, სანამ ნარევი სიროფის კონსისტენციას არ მიიღებს. ამის შემდეგ 1 ჭიქა თბილ წყალში 5 ს/კ ხახვის სიროფი, 2 ს/კ თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაამატეთ. ნარევი მზადაა! დალიეთ ნელ–ნელა.