"შვიდი ჭიქის მეთოდი": ექიმის მიერ რეკომენდებული ღვიძლის გაწმენდის შესანიშნავი რეცეპტი.
უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის გზებს ბუნებაში და ჯანსაღ პროდუქტებში ეძებს. ჩვენი წინაპრების მიერ დაგროვებული გამოცდილება დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
და ეს არცაა გასაკვირი – დღეს ხომ მრავალრიცხოვანი კვლევებით არის დადასტურებული, რომ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ხილი, ბოსტნეული თუ ბაღჩეული შეუცვლელი სარგებლის მომტანია ადამიანის ორგანიზმისთვის.
დღეს განვიხილოთ, თუ რა არის ჭარხლის სიკეთე.
ჭარხლის სასარგებლო თვისებები განპირობებულია ამ ბოსტნეულის უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. ჭარხლის სამკურნალო თვისებებს და პრევენციული მიზნებისთვის ამ ბოსტნეულის ეფექტიანობას მედიცინაც აღიარებს.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ჭარხლის ნაყოფიც და ჭარხლის ფოთლებიც. სამკურნალო თვისებებით გამორჩეულია როგორც ჩვენთვის ცნობილი წითელი ჭარხალი, ასევე მანგოლდი – ფოთლოვანი ჭარხალი, იგივე წითელი მხალი.
სხვათა შორის, მოხარშული ჭარხალი, ისევე როგორც, მოხარშული სტაფილო, არათუ არ კარგავს სამკურნალო და კვებით ღირებულებას, არამედ ამ მხრივ აღემატება კიდეც უმს.
ჭარხლის ფოთლები მდიდარია С ვიტამინით (20-50 მგ 100 გრ-ში) და ფოლიუმის მჟავით;
ჭარხლის ნაყოფი შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას და საქაროზას; ორგანულ მჟავებს; სხვადასხვა ვიტამინს: А, B1, B2, B3, B6, B9, E, PP; მიკორო და მაკროელემენტებს, მათ შორის: ბორს, იოდს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, თუთიას, ფოსფორს, ფტორს; პექტინს; ცილებს; ამინომჟავებს; უჯრედისს
ჭარხლის უპირატესობები:
ჭარხალი არაჩვეულებრივია დეტოქსიფიკაციისთვის. მასში შემავალი „დიეტური ბოჭკო“, რომელიც შეიცავს პექტინურ პოლისაქარიდებს, ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასათავისუფლებლად.
ჭარხლის წვენი ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად.
საჭირო ინგრედიენტები:
კომბოსტოს 6 ფურცელი
- 3 სტაფილო( გახეხილი და გარეცხილი)
- 2 წითელი ვაშლი (დაჭრილი და გარეცხილი)
- 1 ჭარხალი ( გახეხილი და გარეცხილი)
- ½ გაწმენდილი ლიმონი
- ½ 2.5 სმ-ის კოჭას ფესვი
- 1 თავი შავი ბოლოკი
მომზადება:
1) აავსეთ ბლენდერი 1-2 ჭიქა წყლით.
2) ზემოთ მოცემული ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და დააბლენდერეთ.
3) გადაწურეთ ქაფქირით. შემდეგ აურიეთ კოვზით.
4) დაამატეთ ყინული, რათა ცივი იყოს.
5) შეინახეთ გამჭვირვალე ქილაში.
მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 1,5 თვის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 2-3 თვით და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. ეს რეცეპტი ბევრჯერ წარმატებით გამოიყენეს ჩემმა ახლობლებმა. დროში გამოცდილია და მჯერა თვქვენც გამოგადგებათ!