ეს რეცეპტი სასწაულია! სულ რაღაც 24 საათში მკურნალობს გაციებას! მოამზადეთ როგორც კი გაციების პირველივე ნიშნებს შეამჩნევთ!
რა არის გაციება?
გაციება (სურდო) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს. მარტო აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში აღინიშნება გაციების ერთი მილიარდი შემთხვევა. ბავშვები წლის განმავლობაში 6-10-ჯერ ხდებიან ავად გაციებით.
რა იწვევს გაციებას?
დღეისათვის ცნობილია 200 სახის ვირუსი, რომლებიც განაპირობებენ გაციების სიმპტომებს. ყველაზე ხშირად გაციებას იწვევს რინოვირუსი (ბერძნულად “Rhin" ცხვირს ნიშნავს). გაციებას განაპირობებს ასევე პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.). თუმცა შემთხვევათა 30-50%-ში დაავადების გამომწვევის დადგენა ვერ ხერხდება.
როდის არის გაციება უფრო ხშირი?
გაციება უფრო ხშირია გვიან შემოდგომასა და ზამთარში. დაავადების გახშირება დაკავშირებულია გაციებასთან, რაც ზრდის დახურულ სივრცეში (სკოლა, ბაგა-ბაღი და სხვ.) ყოფნის ხანგრძლივობას და ინფექციის გადაცემის შანსს.
დაავადების სიხშირეზე გავლენას ახდენს ასევე ტენიანობა – გაციების გამომწვევი ვირუსები უფრო დიდხანს ძლებენ დაბალი ტენიანობის დროს წელიწადის უფრო ცივ თვეებში.
არის თუ არა გაციება გადამდები და როგორ ხდება დაავადების გავრცელება?
ყველაზე მეტად გადამდები პერიოდი დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან პირველი 2-4 დღეა, მაგრამ ბავშვი შეიძლება გადამდები იყოს 3 კვირის განმავლობაშიც კი.
ავადმყოფი ვირუსს ჰაერ-წვეთოვანი (ხველება, ცხვირ-ცემინება) ან კონტაქტური გზით (თუ ბავშვი ხელით შეეხება ზედაპირს, რომელზეც ავადმყოფის მიერ გამოყოფილი ნაწილაკი მოხვდა, ხოლო შემდეგ ამ ხელს მოჰკიდებს ცხვირს ან თვალს) გადასცემს ჯანმრთელ ადამიანს.
რა არის გაციების ნიშნები?
დაავადების სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან 2-3 დღის შემდეგ. გაციების პირველი ნიშნებია ყელის ტკივილი ან ფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის სუნთქვის გაძნელება, ცხვირცემინება. შეიძლება აღინიშნოს ასევე ხველა, თავის ტკივილი, ტემპერატურის მცირედ მომატება, უმადობა. გაციება გრძელდება 2-დან 14 დღემდე, მაგრამ უხშირესად 1 კვირა.
მინდა, გაციების საწინააღმდეგო ჩემი რეცეპტი შემოგთავაზოთ.
პატარა ქვაბში ჩაასხით 15 სუფრის კოვზი არაყი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა
წამოდუღდება, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ჩაი, ქვაბს თავი დაახურეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
გაციებისას ერთი ყლუპი თბილი ნაყენი მიიღეთ ერთ ჩაის კოვზ თაფლთან
ერთად. სიცხეც რომ გქონდეთ, დილით თავს კარგად იგრძნობთ.
მკურნალობის ეს მარტივი მეთოდი ბევრჯერ გამოვცადე და შედეგს არასოდეს დაუყოვნებია, ამიტომ თქვენც თამამად გირჩევთ. ასევე შეგიძლიათ პატარა ჭიქაში ჩაასხათ არაყი და დაუმატოთ ლიმონის წვენი. იგი დროულად კლავს ბაკტერიებს და ეფექტურია.