Vau.ge

ამ ნატურალური წამლის გამოყენებით ისწავლეთ როგორ მოირჩინოთ კბილის ტკივილი 1 წუთში..

ამ ნატურალური წამლის გამოყენებით ისწავლეთ როგორ მოირჩინოთ კბილის ტკივილი 1 წუთში..

კბილის ტკივილი ადამიანთა უმეტესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რასაკვირველია, ამ დროს ყველაზე გონივრული სტომატოლოგთან წასვლა, მაგრამ ეს ყოველთვის როდი გახლავთ შესაძლებელი.

დავუშვათ, აგარაკზე ღამით კბილმა შეგაწუხათ, საავადმყოფო კი მეზობელ სოფელშია. როგორ მოიქცევით? სწორედ ასეთ დროს გამოგადგებათ ხალხური მეთოდები.

ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზადდეს სალბისგან, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ბალახები შეიძლება ერთმანეთშიც აურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი რაც შეიძლება თბილი უნდა იყოს. ყოველ ჯერზე
ახალი მოიმზადეთ და ხშირად ივლეთ პირში.

ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის. როდესაც ღრძილები ანთებითია, შუპდება და ჩირქდება, მტკივან კბილზე მიიდეთ შემწვარი ხახვი.

ბევრს აწუხებს პაროდონტოზი — ღრძილებიდან სისხლდენა. ღრძილების გასამაგრებლად უამრავი საშუალება არსებობს. შესანიშნავია ნიორი, ოღონდ ბევრი უნდა მიირთვათ. დაგეხმარებათ კარტოფილიც, რომელიც უმი უნდა მიირთვათ.

ღრძილების გაფაშრებისა და ტკივილის დროს გიშველით ჩვეულებრივი მჟავე კომბოსტო — რაც შეიძლება დიდხანს ღეჭეთ. სასარგებლოა კუჭისთვისაც.

თუ გსურთ, მკვრივი და ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ,ხშირად მიირთვით სტაფილო და ვაშლი. ისინი კბილებსაც წმენდს და ღრძილებსაც ამაგრებს.
1 საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა თაფლი. ცნობილია, რომ ფიჭის თაფლს გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალზე სასარგებლოა პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, სტომატიტის, ჰაიმორიტის დროს.

ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს, ათავისუფლებს დახშულ ცხვირს, აღადგენს სუნთქვას. დანით ჩამოჭერით ფიჭის პატარა ნაჭერი და 10-15 წუთს ღეჭეთ. 2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ, შეაგროვეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთებითი პროცესი 2-3 დღეში გაივლის.

1-2 სუფრის კოვზ წითელი დიდგულას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 1 საათით. გამოივლეთ ცხელი.

წითელი დიდგულას სპირტხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი მალე გაგივლით.

1-2 სუფრის კოვზ კაკლის ქორფა, ზეთოვან ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი და 1-2 საათით დააყენეთ. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.

აიღეთ 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და ჩაუმატეთ 25 მლ ტყის კამის ნაყენი (ერთი
ჭიქა ადუღებული წყალი 1-2 სუფრის კოვზ ბალახზე). სპირტხსნარი დააწვეთეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი დაცხრება.

Exit mobile version