Vau.ge

ამ ინფორმაციას მრავალი წლის განმავლობაში მალავდნენ ჩვენგან! აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ამ ინფორმაციას მრავალი წლის განმავლობაში მალავდნენ ჩვენგან! აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

საქართველოში ორგანიზმის გაწმენდას კარგა ხანს “შლაკებისგან გასუფთავებას” უწოდებდნენ, შემდეგ მშობლიური ენის წინაშე ხარკი მოიხადეს და ამ საპასუხისმგებლო პროცედურას “წიდისგან გათავისუფლება” უწოდეს.

ანუ ტრანსფორმაცია ფაქტობრივად მხოლოდ სახელწოდებამ განიცადა და წლების განმავლობაში მრავალი ექიმი მშვიდი გულითა და კეთილი სურვილებით უნიშნავდა ამ პროცედურას თავის პაციენტებს.

მიიჩნეოდა (ზოგიერთს კი ახლაც მიაჩნია), რომ წიდის შემადგენლობაში შედის ფეკალური მასის ქვები, ლორწო, მძიმე ლითონების მარილები. მათ გადმოსაფერთხად ხომ ნაწლავების გადმობრუნება დაგვჭირდება!

თუმცა, გასტროენტეროლოგებს თუ დავუჯერებთ, – მათ კი ამ საკითხში ნამდვილად უნდა ვენდოთ, – არც ერთ გამოკვლევას ნაწლავთა ასეთი დაბინძურება არ გამოუვლენია.

ყოველ შემთხვევაში, თუ “წიდა” მაინც არსებობს, ეს ის წიდაა, რომლისგანაც პერიოდულად მარტივად და თავისთავად ვთავისუფლდებით.

ორგანიზმის დამბინძურებლების შესახებ მეორე ჰიპოთეზა ასეთია: ორგანიზმისთვის ყველაზე მძიმე ნაგავი ტოქსინებია, რომლებიც იქ გარემოდანაც აღწევს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად შიგნითაც წარმოიქმნებაო.

ამ მოსაზრებიდან გამომიდნარე, დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი საკვებიც აღმოჩნდა.

ძნელია გამოსაცნობია, ტოქსინიან ბარკალს ვძიძგნით თუ ანკარა წყლით გაზავებული ლიმონათით ვიგრილებთ ყელს, მაგრამ, როგორც დიეტოლოგები და ჭამა-სმის ექსპერტები გვარწმუნებენ, გამოსავალი არსებობს და ეს ჯანსაღი კვებაა.

კერძოდ, უარი უნდა ვთქვათ ფასტფუდზე, კონსერვებზე, ჭარბ ტკბილეულზე.

ორგანიზმს თურმე ყოველდღიურად, მით უმეტეს – დღეში რამდენჯერმე, ხორცის ძიძგნაც აბინძურებს. იგივე შეიძლება ითქვას უსასრულო ცილოვან დიეტებზეც, რომლებიც თირკმელებისთვის ვეებერთელა დატვირთვა ყოფილა.

Როგორ გაიწმინდოთ ნაწლავები?

3 კვირის განმავლობაში, მიირთვით ეს ნარევი ყოველდღე საუზმის ნაცვლად:

1 კვირა: 1 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი.

2 კვირა : 2 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი.

3 კვირა : 3 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და 150 მილილიტრი კეფირი.

თუ ახლომდებარე მაღაზიები არ ყიდიან სელის ფქვილს, უბრალოდ იყიდეთ სელის თესლი და დააქუცმაცეთ სანამ არ გახდება ფქვილი. გამოიყენეთ მხოლოდ ორგანული სელის თესლი. და ნუ დაიზარებთ ყოველ დილით ახალის მომზადებას.

ნუ ეცდებით ენერგიის დაზოგვას ფქვილის ერთდროულად მომზადებით -  ახლად დამზადებული ფქვილი, რომელიც ყველაზე ეფექტურია.

ჩვენ ასევე გირჩევთ შეინახოთ მთლიანი სელის თესლი მაცივარში.
გახსოვდეთ - სხეულის გაწმენდის ამ კურსის განმავლობაში თქვენ უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დღეში. თუ იწონით 54 კილოგრამზე მეტს, მაშინ კიდევ უფრო მეტი.

ძალზე მნიშვნელოვანია ჰიდრატაციის შენარჩუნება.
უმჯობესია დალიოთ არა მხოლოდ  წყალი, არამედ მცირე რაოდენობით თაფლი და ვაშლის ძმარი დაუმატეთ.

Exit mobile version