Vau.ge

ამ რეცეპტით გასწავლით როგორ მოამზადოთ მალამო სახლში დამწვრობის დროს! საოცარი ეფექტი აქვს უმოკლეს დროში!

ამ რეცეპტით გასწავლით როგორ მოამზადოთ მალამო სახლში დამწვრობის დროს! საოცარი ეფექტი აქვს უმოკლეს დროში!

თერმულ დაზიანებას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, ცხელი ადუღებული სითხე, გავარვარებული მკვრივი საგნები, (უთო) ორთქლი, მზის სხივები და სხვა.

დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის  ფართობი და სიღრმე.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ დამწვრობის პირველსავე  წუთებში, რადგან არასწორად გაწეული პირველადი დახმარება ხელს უშლის დამწვრობის შემდგომ მკურნალობას, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და ზოგჯერ სავალალო  შედეგსაც იწვევს. ორი წლის წინ მდუღარე წყლით სავსე ქვაბი გადმომიბრუნდა და წყალი ფეხზე გადამესხა.

ტკივილზე მეტად ის მადარდებდა, რომ ფეხებზე ნაწიბურები დამეტყობოდა, მაგრამ ბებომ სათუთად შენახული მალამო გადმოიღო, წამისვა და თან დამამშვიდა, აი, ნახავ, რამდენიმე კვირაში დამწვრობის ნასახიც აღარ დარჩებაო. მალამომ ტკივილი მაშინვე დამიამა, ორ თვეში კი კანზე უმნიშვნელო ნაწიბურიც აღარ მქონდა.

 

გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტს. ის ბებიასთვის თავის ბებიას უსწავლებია, რომელსაც თურმე უამრავი ხალხი მოურჩენია ამ მალამოთი.

ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ.

მალამოს წასმამდე დამწვარი ადგილი მოიწმინდეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ჭრილობაზე დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი.

ყველაზე მძიმე დამწვრობის დროსაც კი მტკივნეული შეგრძნებები 3-5 საფენის დადების შემდეგ ქრება. ვიდრე ნაწიბური არ გაიწოვება, მალამო ყოველდღე უნდა ისვათ.

როგორ მოვიქცეთ დამწვრობის დროს?

Exit mobile version