Vau.ge

ამ მეთოდის წყალობით სამუდამოდ გავიქრე ფრჩხილებზე სოკო! ეს უნდა წაიკითხო!

ამ მეთოდის წყალობით სამუდამოდ გავიქრე ფრჩხილებზე სოკო! ეს უნდა წაიკითხო!

სოკო საკმაოდ უსიამოვნო დაავადებაა. ვინც, ეს ერთხელ მაინც გამოცადა, იცის: ქავილი და აქერცვლა, მიკრო ბზარების გაჩენა და წყლულები – ყველაზე ცუდი არაა, რაც შეიძლება იყოს. მთავარი, რაც სოკოზე უნდა იცოდეთ – ის თავისით არ გაქრება და რაც ყველაზე ცუდია, კანის ახალი ნაწილების დაპყრობას იწყებს.

როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო: 

1. გამოიყენეთ დათვის კენკრა და ქრისტესისხლა

50-60 გრ ქრისტესისხლას 1-1,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ნაყენი ცოტა გააგრილეთ, შემდეგ 50 მლ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი დაუმატეთ. ფეხები (ან სხეულის სხვა დაზიანებული ნაწილი) ამ ნაყენში ჩაილბეთ, შემდეგ დათვის კენკრის სიგრძეზე გაჭრილი ფოთოლი დაიდეთ.

შედეგი ქრისტესისხლას შიგნით მიღებით დააფიქსირეთ. ამისთვის ქრისტესისხლას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დაახლოებით 1 საათით დააყენეთ. დილით, სადილის დროს და საღამოს 1 სუფრის კოვზი დალიეთ. 1 კვირაში სოკო უკვალოდ გაქრება!

2. მუხის ქერქის აბაზანები გაიკეთეთ

ქვაბში 200-250 გრ დაქუცმაცებული მუხის ქერქი ჩაყარეთ, 1 ლ ცივი წყალი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე 15 წუთით დადეთ. ნახარშს ცოტა გაგრილება აცადეთ და მასში ფეხები ჩაილბეთ.

3. ძმრის მჟავა წაისვით

ბამბის ჩხირი გაუზავებელ ძმრის მჟავაში დაასველეთ, შემდეგ დაზიანებულ ადგილზე ფრთხილად წაისვით. თუ წვას იგრძნობთ, იცოდეთ: საშუალება მოქმედებს. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ უსიამოვნო შეგრძნება არ გაქრება.

ეს პროცედურა ღამით არ ჩაიტაროთ, რომ სერიოზული დამწვრობა არ მიიღოთ.

4. იოდი გამოიყენეთ

1 წვეთი იოდი დაზიანებულ კანზე დღეში 2–ჯერ წაისვით. თუ ასეთი კურსის დროს ტკივილი გაწუხებთ, ეს, როგორც წესი, გამოჯანმრთელებაზე საუბრობს.

თუ დისკომფორტს გრძნობთ, რომელიც ყოველდღე იზრდება, იოდზე უარი თქვით და სოკოს საწინააღმდეგოდ სხვა სასარგებლო მეთოდი გამოიყენეთ.

5. ჩაის ხის ზეთი წაისვით

წინასწარ დაორთქლილ კანზე ჩაის ხის ზეთის წასმა სცადეთ. ეს ქავილს შეამცირებს და დაზიანებული ადგილის შეხორცებას ხელს შეუწყობს.

6. ეფექტური საშუალება – პროპოლისის ხსნარი

სოკოს განკურნება პროპოლისის სპირტიანი ხსნარით სცადეთ. რაც შეიძლება ხშირად წაისვით და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, რომ სოკოს განკურნება ასე სწრაფად და ეფექტურად შეიძლება.

დაავადების გარეგნული ნიშნების გაქრობის შემდეგ პროცედურა კიდევ რამდენიმე დღე ჩაიტარეთ. ასე დარწმუნდებით, რომ სოკო განმეორებით არ გაჩნდება.

7. ნივრის და ხახვის წვენი გამოიყენეთ

თუ სოკოს ერთხელ და სამუდამოდ მოშორება გსურთ – დაზიანებულ ადგილზე ხახვის და ნივრის წვენი წაისვით. ასეთი სპეციფიკური სუნის ატანა ყველას არ შეუძლია.

8. ძმარი და სტაფილოს წვენი წაისვით

100-150 მლ სტაფილოს წვენი 7%–იან ძმარში გააზავეთ. დაზიანებულ კანზე დღეში 5-6-ჯერ წაისვით სრულ გამოჯანმრთელებამდე. ძმართან ფრთხილად იყავით, კანი არ დაწვათ.

9. უმი კარტოფილი გამოიყენეთ

კარტოფილი გაასუფთავეთ და სახეხზე გახეხეთ. პლასტირით კარტოფილის კომპრესი დაზიანებულ ადგილზე დაიმაგრეთ. დღეში 3-ჯერ 30 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა მინიმუმ 1 თვე სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.

Exit mobile version