Vau.ge

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყოველდღე მოამზადებთ ამ ნაყენს. უებარია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყოველდღე მოამზადებთ ამ ნაყენს. უებარია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კუჭ-ნაწლავს რომ არ შეეწუხებინოს. ტკივილი, გულძმარვა, აირები, ბოყინი - როდის შეიძლება მათი იგნორირება და როდის არის აუცილებელი, ექიმთან ვიზიტზე ვიფიქროთ? მოდი, მოკლედ აღვწეროთ საჭმლის მონელების დარღვევის ეს და სხვა სიმპტომები და ამ კითხვასაც ვუპასუხოთ.

გულძმარვათამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია გულძმარვა. ეს არის წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან და საყლაპავის გასწვრივ, რომელიც უმეტესად საკვების მიღების შემდეგ აღმოცენდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმიანი ან ძალიან მძაფრსაკაზმიანი კერძი მივირთვით.

ზოგჯერ მიღებული საკვები და კუჭის მჟავაშემცველი წვენი საყლაპავში ამოიტყორცნება, რაც შემდეგ ყლაპვის დროს ტკივილის ან ყლაპვის გაძნელების მიზეზად იქცევა. აუცილებელია ვიცოდეთ, როდის შეიძლება ჩაითვალოს გულძმარვა ნორმალურ სიმპტომად და როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, რათა სერიოზული დაავადება არ გამოგვეპაროს. იშვიათი გულძმარვა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

ჩვეულებრივ, ის თავისთავად გაივლის. მისი აღმოცენების მიზეზია საყლაპავის სფინქტერის (მომჭერი კუნთის) ტონუსის დაქვეითება, დიდი რაოდენობით საკვების, ცხიმიანი კერძის, ზოგიერთი ტკბილეულის (მაგალითად, შოკოლადის), გაზიანი სასმელების მიღება. იშვიათისგან განსხვავებით, სისტემატურმა, მით უმეტეს - ყოველდღიურმა, და ხანგრძლივმა გულძმარვამ შესაძლოა საყლაპავი დააზიანოს.

იშვიათი გულძმარვის შესამცირებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ანტაციდების - სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებების - მიღება. მათი შეძენა აფთიაქში ფარმაცევტის რჩევითაც შეიძლება. მაგრამ თუ გულძმარვას სხვა სიმპტომებიც ახლავს თან, თავი უნდა შევიკავოთ მედიკამენტების მიღებისგან და დროულად მივმართოთ ექიმს.

ასეთი სიმპტომებია:

  • სისხლიანი განავალი;
  • წონის აუხსნელი კლება;
  • უმადობა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ღებინება;
  • პირნაღებ მასაში სისხლის ან მოყავისფრო მასების არსებობა.

გაითვალისწინეთ: ამ ნიშნების თანაარსებობისას არ არის გამორიცხული გულძმარვის გამომწვევი სერიოზული დაავადების არსებობა. დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

თუ ხშირად გიწევთ არაჯანსაღი საკვების მიღება და ამის გამო კუჭში დისკომფორტი გაქვთ, გირჩევთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ.

საჭმლის მომნელებელი პრობლემები თანამედროვე ადამიანის ერთერთი მოუშიორებელი პრობლემაა. გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად მოგიგვარებთ აღნიშნულ პრობლემას.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მუცელში უსიამოვნო პრობლემები ძირითადად კუჭის მომეტებული მჟავიანობის შედეგია. რაც უხარისხო საკვებით, სასმელით და სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული.

სათაურიდანაც მიხვდებოდით, რა რეცეპტზე გვაქვს საუბარი. მის მოსამზადებლად მხოლოდ ჩაი და ხახვია საჭირო.

გაასუფთავეთ ხახვი, გაჭერით ოთხად, მოათავსეთ ფინჯანში და დაასხით ადუღებული ჩაი. გააჩერეთ 5-10 წუთი. მიიღეთ ეს ნაყენი მაშინ, როდესაც დისკომფორტს იგრძნობთ.

Exit mobile version