ეს საშუალება მკურნალობს კუჭსა და ნაწლავების ტკივილს სულ რაღაც 3 დღეში! რა ხანია მე დავაწიყდა ტკივილი.
ჩვეულებრივი სელის პაწაწინა თესლს უდიდესი სამკურნალო ძალა აქვს. წინათ ბუნების ამ საოცრებას მხოლოდ გასტრიტის სამკურნალოდ ვიყენებდი. მისი მიღების შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი კარგა ხანს აღარ მაწუხებდა. ერთხელ კი, ნახარშის ხანგრძლივი მიღების შემდეგ, შევამჩნიე, რომ მხოლოდ კუჭი კი არა, სახსრებიც ნაკლებად მტკიოდა.
გავიფიქრე: იქნებ მხოლოდ დამთხვევაა-მეთქი, - მაგრამ მომდევნო კურსის შემდეგ ეჭვი გამეფანტა — დიახ, ნახარში სახსრების ტკივილსაც უხდებოდა.
მოგვიანებით ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც ავტორი გვიყვებოდა, როგორ იყენებდა სელის თესლს გასტრიტის, ართროზისა და ართრიტის სამკურნალოდ და სიამაყე ვიგრძენი, რომ ყოველივე ამას გაცილებით ადრე, პირადი გამოცდილების შედეგად მივხვდი.
სელის თესლით მკურნალობისას 3 კგ-ც მოვიკელი, თუმცა არავითარი დიეტა არ დამიცავს, არც თავი შემიზღუდავს რამით.
ნახარში ასე მზადდება:
აიღეთ 1 ჭიქა სელის თესლი, დაასხით 3ლ ცივი (სასურველია, წყაროს) წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ,მერე კი 2 საათი ადუღეთ წყლის აბაზანაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მზა ნახარში უნდა გაწუროთ და სვათ 100 მლ დღეში 6-8-ჯერ.
მკურნალობის კურსი 18 დღეა. 3 დღეში ერთხელ აუცილებელია ახალი ნახარშის მომზადება.
ასეთი წამალი აჩქარებს კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, გარდა ამისა, წმენდს ორგანიზმს მარილებისგან, ამცირებს ანთებით პროცესს და სწორედ ამის შედეგია, რომ სახსრებში ტეხის შეგრძნება და ტკივილი თანდათან ქრება.
ცოტა ხნის წინ კი წავიკითხე, რომ სელის თესლის ფაფას ძვლის ტვინის ანთების და ძნელად შეხორცებადი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებენ.
სამკურნალო ფაფის მოსამზადებლად აიღეთ მეოთხედი ჭიქა სელის თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და შეფუთეთ. ასე გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ფაფა მზად იქნება.
ის უნდა გაახვიოთ სელის სტერილურ ხელსახოცში, უმჯობესია ძველში, რადგან იგი ახალზე გაცილებით რბილია, თხელია და შესანიშნავად იწოვს ტენს, დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, ძვალზე, ჭრილობაზე და გააჩერეთ, ვიდრე არ გაშრებაშ. ასეთი საფენი უნდა გაიკეთოთ დღეში 2-3-ჯერ.