იაფი საშუალება, რომელიც 15 დღეში შლის კენჭებს და გამოდევნის თიკრმელებიდან ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე!
თირკმელი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყვილი ორგანოა. მისი ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენი სიცოცხლის უპირობო ნაწილია.
საქართველოში თირკმლის პირველ პრობლემად კენჭებს მიიჩნევენ. ყოველი მეხუთე ადამიანი უჩივის თირკმლის ჭვალს - კენჭებით გამოწვეულ ტკივილს წელის არეში.
თირკმლის კენჭი არის ქიმიური წარმონაქმნი, რომელიც შარდში არსებული ქიმიური ნივთიერებებისაგან ფორმირდება.
მოკლედ და მარტივად რომ აღვწეროთ, პროცესი დაახლოებით ასე გამოიყურება - შარდის მოცულობის შემცირების და/ან შარდში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდისას, ეს ნივთიერებები ქმნის კრისტალებს, რომლებიც შემდეგ კენჭებად ფორმირდება.
ამ განმარტებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ორგანიზმის გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) თირკმლის კენჭის განვითარების მთავარ რისკფაქტორად მიიჩნევა.
თუ კენჭი საშარდე გზებში გაიჭედა და შარდის გამოყოფის პროცესი შეფერხდა, ვითარდება ძლიერი ტკივილი (თირკმლის ჭვალი).
ორი წლის წინ ჩემს მეზობელ ქალბატონს თირკმელში 0,8 მმ ზომის კენჭი აღმოუჩინეს.
მაშინვე გადაწყვიტა, კენჭი შინაური მეთოდებით მოეცილებინა.
თავდაპირველად ასე მკურნალობდა: იღებდა მზესუმზირას ფესვებს და აქუცმაცებდა, ერთ ჭიქას ყრიდა სამლიტრიან ქილაში და ასხამდა გაცივებულ ანადუღარ წყალს, მერე
დგამდა ცეცხლზე და 5 წუთი ადუღებდა, წურავდა და ასხამდა ახლა უკვე ლიტრიან ქილებში, რომლებსაც მაცივარში დგამდა.
გაწურვის შემდეგ დარჩენილ ფესვებს კი ცელოფანის პაკეტში აწყობდა და ამასაც მაცივარში ინახავდა, რადგან ფესვების გამოყენება შესაძლებელია სამჯერ, იმ განსხვავებით, რომ მეორედ მოხარშვისას 10 წუთი დუღილია საჭირო, ხოლო მესამედ მოხარშვისას — 15 წუთი. მერე შეგიძლიათ გადაყაროთ.
ამ ნახარშს იღებდა შემდეგი წესით: მკურნალობა გაგრძელდა 63 დღე- ამ ხნის განმავლობაში მას სულ 7 ჭიქა ნედლეული დასჭირდა. ამის შემდეგ ულტრაბგერითი გამოკვლევა ისევ ჩაიტარა — აღმოჩნდა, რომ ქვა დაშლილიყო და ქვიშად ქცეულიყო. ქვიშის გამოსადევნად კი 3 თვის განმავლობაში სვამდა სიმინდის ულვაშის ნაყენს. ახლა თირკმლები სუფთა აქვს და თავს კარგად გრძნობს.
უნიკალურია ეს მეთოდიც. მიიღეთ 2ს/კ სიმინდის ულვაშის ნაყენი (1ს/კ სიმინდის ულვაში: 1ჩ/ჭ მდუღარე წყალზე). სიმინდის ზეთს აქვს ნაღველმდენი თვისებები. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფოსფატიდებს, სიტოსტერინს), რომლებიც აუმჯობესებენ ლიპიდურ ცვლას.