საღამოს მოხარშეთ ლიმონი და გაღვიძებისთანავე დალიეთ სითხე... მის სამკურნალო გამოყენებას საზღვარი არ ავქვს!
იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრება გვქონდეს, ჩვენი დღე სწორად უნდა დავიწყოთ. ამ ბოლო დროს, ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა ლიმნიანი წყალი. სამწუხაროდ, ისინი არ იყენებენ ლიმონის ყველა შესაძლებლობას.
მოხარშეთ ლიმონი წვენის გამოწურვის გარეშე, ეს დაგეხმარებათ მიიღოთ ყველა საკვები ნივთიერება, რომელსაც ლიმონი გვთავაზობს. დღეს წარმოგიდგენთ სუპერ ელექსირს, რომელიც მკვეთრად გაზრდის ლიმონიანი წყლის ეფექტურ სარგებელს!
რეცეფტი:
- 500 მლ წყალი;
- 6 ცალი ლიმონი.
პირველ რიგში დაჭერით ლიმონი და ჩაყარეთ წყალში, ადუღეთ სამი წუთი. გააგრილეთ 10-15 წუთი. ამოიღეთ ლიმნები წყლიდან. დაისხით წვენი ჭიქაში და დალიეთ. რაც დაგჩებათ ჩაახით ბოთლში. უკეთესი გემოსთვის დაუმატეთ თაფლი.
ეს სასმელი გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, დაგიცავთ გაციბისგან, ენერგიას შეგმატებთ, დაარეგულირებს მეტაბოლიზმს, ასუფთავებს უამრავ მინარევს. აბალანსებს თქვენი სხეულის pH დონეს. ასუფთავებს კანს, ლამაზად რომ გამოიყურებოდეს. დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. თქვენ არ გჭირდებათ წყლის გაცხელება ყოველ დილით, შეგიძლიათ დალიოთ ცივი.
ლიმონი ჯანმრთელობისტვის:
არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.
ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით. სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.
ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. ეს ციტრუსი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.