ამ მალამოთი დიდი ხანია წამლები ჩვანაცვლე! საშუალება, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს დამწვრობის დროს!
დამწვრობამ დრო და ამინდი არ იცის, თუმცა ფაქტია: რაც უფრო მეტად ცივა, მით უფრო მეტად ვეფიცხებით გამათბობლებს და დამწვრობაც მით უფრო მეტად ხშირდება. საახალწლოდ ხომ ლამის ეპიდემიად იქცეს – ვის ინდაურის ხარშვისას გადაესხმება ცხელი ბულიონი, ვინ გოჭს ხელსაც მიაყოლებს, ვისშუშხუნა აუფეთქდება, ვის გირლიანდების ელექტროგაყვანილობა უმტყუნებს, ვინ ფეიერვერკს ჩახედავს, ნეტავ გასროლა თუ დაამთავრაო...
ფეიერვერკისადმი დაუდევარ მოპყრობას პერმში რა მოჰყვა, ყველამ დავინახეთ. ქართული სტატისტიკისას ვერაფერს გეტყვით – უბრალოდ არ არსებობს, ამერიკაში კი ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი ხვდება ექიმთან ასეთი პრობლემით. მათგან 45 000 საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, მეათედისთვის კი ტრავმა საბედისწერო ხდება. ერთი სიტყვით, პრობლემა სერიოზულია და დროა, თვალი გადავავლოთ საკუთარ წარმოდგენებსა და კეთილისმსურველთა რჩევებს, ჩვეულებრივ, წყალსა და ზეთს შორის რომ მერყეობს.
დამწვრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა ბავშვთა ასაკში. განასხვავებენ თერმულ, ქიმიურ, ელექტრულ და სხივურ (რადიაციულ) დაზიანებებს.
თერმულ დაზიანებას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, ცხელი ადუღებული სითხე, გავარვარებული მკვრივი საგნები, (უთო) ორთქლი, მზის სხივები და სხვა. დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის ფართობი და სიღრმე.
მშობელმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს დამწვრობის პირველსავე წუთებში, რადგან არასწორად გაწეული პირველადი დახმარება ხელს უშლის დამწვრობის შემდგომ მკურნალობას, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და ზოგჯერ სავალალო შედეგსაც იწვევს.
მოდით ვუწამლოთ დამწვარ კანს!
სამი შვილიშვილი მყავს, სოფლად ვცხოვრობთ და ზამთარი ისე არ ჩაივლის, რომელიმემ ღუმელზე რამე არ დაიწვას. რა აღარ ვცადეთ და ბოლოს დავასკვენით, რომ დამწვრობისთანავე დაზიანებულ ადგილზე წყლის დასხმას არაფერი სჯობს.
შესაძლებელია წყლის მაგივრად ალოეს წვენის, თეთრი ღვინის დასხმა, თაფლის წასმა, გახეხილი უმი კარტოფილის დადება, ფქვილის შეფრქვევა, თუმცა ეს საშუალებები მხოლოდ წვას აჩერებს.
როგორც კი წვა დაცხრება, დამწვარზე მაშინვე უნდა დაიდოთ მალამო, რომელიც იოლად მზადდება შინაურ პირობებში, მაგრამ სამკურნალო თვისებებით ძვირადღირებულ წამლებს არაფრით ჩამოუვარდება.
– აიღეთ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი, მცირე ხანს ადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. ოდ-
ნავ რომ შეგრილდება, დაუმატეთ 50 გრამი თაფლის სანთელი და 20 გრამი სუფთა პარაფინი, კარგად მოურიეთ და გაცივება აცადეთ. როგორც კი გაცივდება, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 2 აბი სტრეპტოციდი. ისევ კარგად ათქვიფეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.