ამ საშუალების წყალობით სისხლძარღვები ელასტიური ხდება, თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური ქრება, მეტაბოლიზმი უმჯობესდება, ორგანიზმი იწმინდება!
სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც — ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.
არტერიები
არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა — ენდოთელური, შუა — კუნთოვან ელასტიკური და გარეთა — შემაერთებელ ქსოვილოვანი გარსისგან.
მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა — უფრო კუნთების ტონუსზე.
ვენები
ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ.
კაპილარები
კაპილარები არტერიებისა და ვენების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც მოფენილია მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია.
სისხლძარღვთა ფუნქცია სისხლის საჭირო მიმართულებით დენისა და სისხლით ორგანოთა მომარაგების უზრუნველყოფაა. სისხლის დინებას სისხლძარღვთა ელასტიკურობა და მათი ტონუსი უწყობს ხელს. საზოგადოდ კი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას განაპირობებს:
* გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომელთა მეშვეობითაც სისხლი სისხლძარღვებში გადაიტყორცნება;
* სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რის წყალობითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დენას;
* ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და სიბლანტე;
საზოგადოდ, სისხლძარღვებისთვის მეტად სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, თხილეული (ნუში, ნიგოზი, მიწის თხილი), ოკეანის ცხიმიანი თევზი, რომელიც მდიდარია E ვიტამინით და, რაღა თქმა უნდა, წითელი ღვინო (საფერავი), რომელიც სისხლძარღვების უნივერსალურ წამლად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს შესანიშნავი ნარევი Ასუფთავებს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:
აიღეთ 2 ც. ფორთოხალი და ლიმონი, გარეცხეთ და დაჭერით ხორცსაკეპ მანქანაში, კურკები გამოაცალეთ ლიმონს და ფორთოხალს სანამ გაატარებთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაუმატეთ 2 ს.კ. ნატურალური თაფლი და შედგით მაცივარში ერთი დღით. მიიღეთ დღეში ორჯერ 2 ჩაის კოვზი.