ცელულიტი– ყველა ქალის მტერია. თუმცა მისგან გათავისუფლების ძალიან ბევრი გზა არსებობს. კანის დაფქვილი ყავისგან სკრაბით დამუშავება ძალიან გავრცელებულია. სკრაბი აუმჯობესებს პრობლემურ ზონებში სისხლის ცირკულაციას. ხოლო თუ სკრაბში რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტს დაამატებთ, ეფექტი უფრო ძლიერი იქნება.
1. ყავის სკრაბი ზღვის მარილით
ინგრედიენტები:
3 ს/კ დაფქვილი ყავა
3 ს/კ ზღვის მარილი
ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი
აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს და კანზე წაისვით. გაიკეთეთ პრობლემური ზონის მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში და სკრაბი ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. ის კანს უფრო რბილს გახდის.
2. ყავის სკრაბი წიწაკით
ინგრედიენტები:
10 ს/კ დაფქვილი ყავა
2 ს/კ დარიჩინი
1 ს/კ ცხარე წიწაკის ნაყენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
ცხარე წიწაკის ნაყენი, არის ინგრედიენტი, რომელიც კანს “ასწორებს”, დარიჩინი მას უფრო ელასტიურს ხდის, ხოლო ზეითუნის ზეთი კანის გაღიზიანებას უშლის ხელს.
ინგრედიენტები ერთმანეთს აურიეთ და წაისვით სუფთა კანზე. გაიკეთეთ მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი, სკრაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ. კანზე ჩხვლეტის შეგრძნების არ შეგეშინდეთ– ეს იმას ნიშნავს, რომ წიწაკა ეფექტურად მოქმედებს. ამ პროცედურუის გაკეთებას კვირაში 3ჯერ გვირჩევენ.