Vau.ge

4 მავნე პროდუქტი თქვენი კანისთვის. ამის შესახებ ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს!

კოსმეტოლოგი ნიგბა ტალიბი თვლის, რომ ადამიანის კანის მდგომარეობა მიღებულ საკვებზეა დამოკიდებული და შემდეგ ეს ჩვენს გარეგნობაზე აისახება. თურმე არსებობს კანისთვის 4 მავნე პროდუქტი, რომლის მიღება რეკომენდირებული არ არის. თვითონ ნიგბა 43 წლისაა და ის მშვენივრად გამოიყურება.

კანისთვის მავნე პროდუქტები:

1. ღვინო და ნებისმიერი ალკოჰოლი
კანის მდგომარეობა: წარბებს შორის გაწითლება, ღრმა ნაოჭები, გაწითლებული ლოყები, ღია ფორები, მშრალი კანი, სახის არაჯანსაღი ფერი.

თუ ალკოჰოლის მიღების შემდეგ კანის მდგომარეობა უარესდება, მასზე უარი თქვით. დალიეთ ბევრი წყალი. 3 კვირაში, ნაწლავებში ბალანსი აღდგება, კანის მდგომარეობა კი, გაუმჯობესდება.

2. შაქარი
კანის მდგომარეობა: ნაოჭები და აკნე შუბლზე, გამონაყარი სახეზე, მკლავებზე და მკერდზე, სახის არაჯანსაღი ფერი, ორგანიზმის დასუსტება.

ნამცხვრები, შოკოლადი და სხვადასხვა ტკბილეული იდეალური კანის მტერია. ჩაანაცვლეთ ისინი თაფლით და ხილით. მოამზადეთ სასმელები ვარდკაჭაჭასთან– ეს მცენარე სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

3. რძე
კანის მდგომარეობა: შავი წრეები თვალების გარშემო, თეთრი ფერიმჭამელები, გამონაყარი ნიკაპის არეში. რძის პროდუქცია მაღაზიიდან, ხშირად ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, უარი თქვით რძის ნაწარმზე და ნახეთ როგორი იქნება თქვენი კანის რეაქცია 3 კვირაში.

4. წებოგვარა
კანის მდგომარეობა: გაწითლებული სახე, გამონაყარი ნიკაპის არეში, ვარდისფერი ფერმჭამელები.

ჩაანაცვლეთ ყველა პროდუქტი, რომლის შემცველობაში წებოგვარა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორბლის ფქვილი ბრინჯის, ან წიწიბურას ფქვილით უნდა შეცვალოთ, ხოლო ნახევარფაბრიკატების შესახებ უნდა დაივიწყოთ. ბოსტნეული, ხილი, კვერცხი, ხორცი და თევზი– აი თქვენი იდეალური რაციონი.

ასე რომ თუ ჯანსაღ კვებაზე გადახვალთ, კანიც ჯანსაღი და სუფთა იქნება!

Exit mobile version