ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ ზამთრის სეზონზე! აღკვეთეთ კრიპი და ყველანაირი ვირუსი!
ამ სეზონზე ბევრჯერ დაიწერა გაციებაზე, ვირუსებზე და გრიპზე, მაგრამ საყოველთაო პანიკა მაინც არ ცხრება. არადა, არც ისე რთულია მასთან გამკლავება,მთავარია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან. პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ჰიგიენის ელე- მენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოთახის დატე- ნიანება — გამომშრალი ჰაერი აშრობს სასუნთქი გზების ლორწოვანს.
მშრალ ლორწოვანს კი უჭირს ვირუსების შეკავება, ამიტომ სასუნთქი გზების თავდაცვისუნარიანობას გავ- ზრდით, თუკი ცხვირში ზეითუნის ზეთს გამოვისვამთ. საძინებელ ოთახში ნუ დადგამთ ელექტროღუმელს ანდა პერიოდულად ააორთქლეთ ცოტა წყალი. ოთახში დააფინეთ სვე- ლი ნაჭერი, რომლის გაშრობისას აორთქლებული წყალი დაატენიანებს ჰაერს. თუ გრიპი მაინც დაგემართათ, ნუ შეშინდებით.
გასწავლით რეცეპტს, რომელიც საუკეთესოდ იცავს ორგანიზმს გრიპისა და გაციებისგან.
- მდუღარე წყლიან ჭიქაში ჩაყარეთ ჩაის კოვზით დანამცეცებული კოჭა, ამდენივე პიტნა და 1 კბილი ნიორი. დადგით 15 წუთი და შემდეგ თბილი ნაყენი ყლუპ-ყლუპად დალიეთ. ერთი ულუფის მიღებაც კი საკმარისია, რომ ორგანიზმი შიგნიდან გახურდეს და გაუმკლავდეს ნებისმიერ ვირუსს.
- ამასთან ერთად, ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად საჭიროა ბუნებრივი ვიტამინების მიღება: 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლების, 2 ს/კ ასკილისა და 1 ს/კ კუნელის ნაყოფის 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, შეფუთეთ 1 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის გან- მავლობაში. თუმცა ვისაც მაღალი პროთრომბინი აქვს, მისთვის ჭინჭრის ნაყენის მიღება მავნებელია. მოამზადეთ მხოლოდ ასკილისა და კუნელის ნარევის ნაყენი.
საინტერესოა ვიცოდეთ ექიმების კომენტარი ამ ინგრედიენტებთან დაკავშირებით:
კოჭა ანუ ჯანჯაფილი სურნელოვანი მცენარეა და მას სანელებლად იყენებენ. კოჭა გავრცელებულია ავსტრალიასა და იაპონიაში, თუმცა ჩვენშიც იზრდება. აქვს დამუხვლილი ფესურა, საიდანაც ვითარდება ცალკეუ- ლი ყლორტები. ლანცეტისებური ფორმის ფოთლები ყლორტებზე მორიგეობით სხედან. აქვს იისფერი ყვავილების ყვავილედები. ჯანჯაფილი მოხსენიებულია ძველ ქართულ სამკურნალო ძეგლებში ზანჯაბილის და სანჯაბილის სახელწოდებით.
წამლებში იხმარებოდა მისი ფესვი კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. ამ მცენარეს იყენებს ტიბეტური მედიცინაც, თუმცა მისი ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის. მეორე რეცეპტის კომპონენტები: კუნელი, ჭინჭარი და ასკილი ვიტამინებით მდი- დარი მცენარეებია და მათი ნაყენი უდავოდ გააძლიერებს ორგანიზმის იმუნურ თვი- სებებს, გაააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და მოამზადებს ორგანიზმს ყოველგვარ ინფექციასთან გასამკლავებლად.