Vau.ge

5 საინტერესო ფაქტი მრავალძარღვას გამოყენებაზე – ჯადოსნური მცენარეა!

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას უამრავი დაავადების და დაზიანების სამკურნალო გამოყენება აქვს. სწორედ მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ გთავაზობთ სიანტერესო ფაქტებს.


ჭრილობების მოშუშება

მრავალძარღვას წვენი აჩქარებს ჭრილობიდან ჩირქის გამოდევნას, ხსნის ანთებით პროცესს. კანის დაზიანებულ უბნებზე იდებენ მრავალძარღვას ფოთლებს, რათა ხელი შეუწყონ სწრაფ მოშუშებას.

საჭმლის მონელების გაუმჯობესება

მრავალძარღვა კუჭისა და ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესების მიზნითაც გამოიყენება. გირჩევთ მარტივ რეცეპტს: 250 მგ ადუღებულ წყალს დაუმატეთ 3 ჩ/კ მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთლები. გააციეთ და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 3 ჯერ თითო ჭიქა ჭამამდე.

გაციების მკურნალობა

მრავალძარღვა იდეალური საშუალებაა ხველებისა და გაციების დროს. მაღალი ტემპერატურის დროს სვამენ ბალახის ჩაის, რომელშიც ამატებენ მრავალძარღვას სიროფს, ვირისტერფას და ცოტა ჟოლოს.

შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება

საჭიროა 5 ჩ/კ მრავალძარღვას თესლს დაასხათ ¼ ადუღებული წყალი, გააცეროთ 1 საათის განმავლობაში, გააციოთ და მიიღოთ ჭამამდე 2 ჩ/კ.

ნიკოტინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო საშუალება

ნიკოტინზე დამოკიდებულების მოსაშორებლად ხარშავენ მრავალძარღვას ფოთლებს და სვამენ დღეში 3 ჯერ.
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ამ მცენარეს ბევრი უკუჩვენებაც გააჩნია. ამიტომ, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებს, არ უნდა გამოიყენონ მრავალძარღვა.

Exit mobile version