მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი ვიპოვე, გულის დაავადებების აღარ მეშინია. ამაში ქიშმიში და ლიმონი მეხმარება
გულის კუნთის დაზიანება შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის თითქმის ყველა დაავადებამ გამოიწვიოს. გულის კუნთში პათოლოგიური ცვლილებები აღმოცენდება გულის მანკის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების დროს.
მიოკარდიუმის ინფარქტის - გულის იშემიური დაავადების მწვავე ფორმის - დროს ვითარდება გულის კუნთის ნეკროზი. ჩამოთვლილ შემთხვევებში გულის კუნთის დაზიანება მეორეულია;
დღეს გასწავლით სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიძლიერებთ გულს.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ყველა პროდუქტი ბუნებრივია.
საჭირო ინგრედიენტები:
- ქიშმიში 2 ს. კ.
- ლიმონის ქერქი 2 ს. კ.
- ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ქიშმიში გარეცხეთ, ლიმონის ქერქი წვრილად დაჭერით. გამზადებულ პროდუქტებს დაასხით ადუღებული წყალი. ნაყენს თავზე დაახურეთ და თქვენთვის სასურველ ტემპერატურაზე მიირთვით. დღეში 3-ჯერ მიიღეთ სამკურნალო ნაყენის 1/3 ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს – 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით.
ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, P, PP, C, მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.
ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა.
ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი.
ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც.