Vau.ge

ხალხური რეცეპტი, რომელიც უდაოდ დაგეხმარებათ სტენოკარდიის სამკურნალოდ! 

ხალხური რეცეპტი, რომელიც უდაოდ დაგეხმარებათ სტენოკარდიის სამკურნალოდ! 

რა არის სტენოკარდია?

სტენოკარდია - გულის იშემიური დაავადების ყველზე ხშირი ფორმაა. ის ვითარდება, როცა ადგილი აქვს შეუსაბამობას მიოკარდიუმის ფუნქციურ მოთხოვნილებასა და მასში მიმდინარე სისხლის რაოდენობას შორის, კერძოდ, გულის კუნთში სისხლის მომარაგების შემცირება ან შეწყვეტა კორონარული არტერიის შევიწროების/ოკლუზიის გამო.

არტერიის შევიწროება უმეტესად ათეროსკლეროზითაა გამოწვეული, იშვიათად ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოთელიუმის დისფუნქცია, თრომბოზი, მიკროვასკულარული დარღვევები, კორონარული სპაზმი, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, აორტის სარქვლის სტენოზი.

რა სიმპტომებით ვლინდება?

კლასიკურ შემთხვევაში პაციენტი სტენოკარდიას აღწერს მკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილით, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში. ხშირად ტკივილი გადაეცემა მარცხენა მხრის არეში და ხელში, ბეჭთაშუა, ყელისა და ყბის, კბილების არეში, იშვიათად გვხვდება ტკივილი ეპიგასტირუმის არეში, რაც ართულებს დიაგნოსტიკას. ხშირად პაციენტი ტკივილს უაროფს და აღნიშნავს დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძნებას გულმკერდის არეში, რაც ასევე სტენოკარდიის ექვივალენტია. სტენოკარდიის შეტევა გრძელდება 1-20 წუთი და კუპირდება ნიტრატის მიღებით ან ფიზიკური დატვირთვის შეწყეტის შემდეგ.

კუნელი ძალზე ძვირფასი მცენარეა. ის მეტად პოპულარულია არა მხოლოდ ტრადიციულ (ხალხურ), არამედ თანამედროვე (კლასიკურ) მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

კუნელის ლათინური სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც “მაგარს” ნიშნავს.

კუნელი მართლაც “მაგარი მცენარეა”, ამ სიტყვის მრავალმხრივი გაგებით. მისი თვისებები სავსებით შეესაბამება სახელწოდებას.

აიღეთ 2 ს.კ. ხმელი კუნელის ყვავილი 1 ჩ.ჭ. წყალზე. ადუღეთ 5–7 წუთი. გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3 4-ჯერ დღეში.

აიღეთ 10 გრ. ხმელი კუნელის ყვავილი 100 მლ. არაყზე. დაადღე ბნელ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 25–30 წვეთი 3–ჯერ დღეში.

სასარგებლოა კუნელის ნაყოფის ჩაი (1 ს.კ. ნაყოფიბ1 ჩ.ჭ. წყალზე). ადუღეთ 10 წთ., დააყენეთ 2 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, როგორც ჩაი.

ექიმბაშები გულის დაავადებების დროს უნიშნავენ სამფერა იის ყვავილის ჩაის. ეს ჩაი თვეობით უნდა სვათ.

გულის იშემიური დაავადების, სახსრების ვარიკოზული დაზიანების და ათეროსკლეროზის დროს გიშველით ნიორი და თაფლი:

შეურიეთ ნიორი და თაფლი თანაბარი რაოდენობით, მიღებული ფაფისებური მასა მოათავსეთ კარგად დახურულ ჭურჭელში და დადგით ბნელ ადგილას 7 დღის განმავლობაში, ყოველდღე მოურიეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3–ჯერ დღეში.

Exit mobile version