Vau.ge

იცხოვრეთ დღეიდან ინსულტის რისკის გარეშე! ეს რეცეპტი ბებიამ მასწავლა!

იცხოვრეთ დღეიდან ინსულტის რისკის გარეშე! ეს რეცეპტი ბებიამ მასწავლა!

ინსულტს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს. მე ეს დაავადება მაღალი წნევის გამო დამემართა და თან სრულიად მოულოდნელად — ჯერ სახე დამიბუჟდა, მერე — ხელ-ფეხი, ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი, თავბრუ დამესხა და მეტყველების უნარი დავკარგე. ინვალიდად დარჩენას ვერაფრით შევეგუებოდი, ამიტომ დავიწყე ბრძოლა გამოსაჯანმრთელებლად. რაღა თქმა უნდა, ექიმების მიერ გამოწერილ წამლებს ვიღებდი და მათ რეკომენდაციებს ვასრულებდი,მაგრამ თავადაც ვეძებდი სამკურნალო საშუალებებს ხალხურ მედიცინაში. შედეგი კი მართლაც გასაოცარი იყო, რადგან სწრაფი ტემპით აღმიდგა ყველა დარღვეული ფუნქცია და დღეს თავს იმაზე უკეთესადაც კი ვგრძნობ, ვიდრე ინსულტამდე ვიყავი.

აი, რამდენიმე რეცეპტი:

10 გ მუმიო გახსენით 1,5 ლ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურამდე შეგრილებულ წყალში, ჩაასხით ეს ხსნარი პლასტიკატის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. მუმიო ხელს უწყობს ტვინის დაზიანებული უბნის აღდგენას, ნაწიბურების გაწოვას. წამალი უნდა მიიღოთ 21 დღის განმავლობაში თითო ს/კ ორჯერ დღეში დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე და საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე. 21-დღიანი კურსის შემდეგ შეისვენეთ 5-7 დღე და ისევ განაახლეთ წამლის მიღება 21 დღე. ასე უნდა სვათ მუმიო 6 თვე მაინც. მუმიოს გამწოვ ეფექტს აძლიერებს ალოეს წვენი. ასევე, სწრაფად გაიწოვს ტვინ- ში ჩაქცევასა და ნაწიბურებს კალანჰოესა და მრავალძარღვას წვენები. კალანჰოეს წვენი უნდა მიიღოთ 1 ჩ/კ დღეში ერთხელ, მრავალძარღვასი — 2 ჩ/კ დღეში ერთხელ.

ძალიან კარგია დინდგელის ნაყენიც. მუმიოს 21-დღიან კურსებს შორის შესვენებისას, თითო კვირის განმავლობაში, სწორედ დინდგელის ნაყენს ვიღებდი. ინსულტის შემდგომ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზურგის, ხელებისა და ფეხების კუნთების რეგულარულ მასაჟს. თითო 10-წუთიანი სეანსი დღეში რამდენჯერმე უნდა გაკეთდეს. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.

ექიმის კომენტარი:

ინსულტი მართლაც საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა. მის მომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე საშიშია ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია (თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის და- რღვევა), სიგარეტი (იგი აორმაგებს ინსულტის განვითარების რისკს), ჭარბი წონა, გულის დაავადებები (უპირველეს ყოვლისა, მოციმციმე არითმია), სისხლის დაავადებები. ინსულტის შედეგი ტვინის ქსოვილთა ნეკროზია, რომელიც სისხლძარღვთა და- ზიანების მიმდებარე არეში ვითარდება. მას დაზიანების კერის დანაწიბურება და შემკვრივება მოსდევს თან.

კლინიკურად კი ეს კიდურების კუნთების პარეზით, წონასწორობის დარღვევით, მეხსიერების გაუარესებით, ძილის დარღვევით ვლინდება. ინსულტი იმითაცაა საშიში, რომ ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ვითარდება და მძიმე შედეგებით მთავრდება.

მუმიო, რომელსაც მთის ბალზამს უწოდებენ, რთული ქიმიური შემადგენლობის წარმონაქმნია, მოიპოვება მსოფლიოს ზოგიერთ მთიან რაიონში, კლდის ნაპრალებში. მუმიო ორგანული და არაორგანული ნაერთების ნარევია, მოშავო-მოყავისფრო. მუმიოს მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტი დღესაც მეცნიერთა კვლევის საგანია. ხალხურ მედიცინაში იგი აღიარებული სამკურნალო საშუალებაა.

Exit mobile version