Vau.ge

ამ უნიკალურ მცენარეს ყოველთვის ვინახავ! ამის წყალობით ქოლესტერინს და მაღალი წნევას დაანორმალიზებთ!

ამ უნიკალურ მცენარეს ყოველთვის ვინახავ! ამის წყალობით ქოლესტერინს და მაღალი წნევას დაანორმალიზებთ!

დღეს მინდა გესაუბროთ ერთი უნიკალური მცენარის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად გეახლებით და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე.

ამ მცენარის მიღება მირჩია მეზობელმა, რომელსაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, აწუხებდა გული, წნევა, მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ ქაცვი ყველაფერზე მომიხდა.

როგორ მოვამზადოთ ქაცვის სამკურნალო საშუალება?

ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში (1 ჭიქაზე 1-2 სუფრის კოვზი) და სვით დილა-საღამოს. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულად მიღება.

ეს საშუალება გამოგადგებათ გულის პრობლემების, წნევის, მაღალი ქოლესტერინის და კუჭის პრობლემების დროს, ასევე გაგიუმჯობესებთ საერთო მდგომარეობას.

ქაცვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია:

დადგენილია, რომ ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტიანია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ. გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი. დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც — აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში.

აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, აქვეითებს სისხლში საერ- თო ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდებისა და საერთო ლიპიდების დონეს. ქაცვის ზეთი გამოიყენება კანის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ქაცვით მკურნალობენ საშვილოსნოს ყელის ეროზიასა და სხვა ანთებით დაავადებებს.

ქაცვის ზეთით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის შედეგად აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ამასთან არ ხდება მჟავიანობის მნიშვნელოვანი ცვლილება. ცდებით დადგინდა, რომ ათეროსკლეროზული ცვლილებების მქონე პაციენტებში ქაცვის ზეთის მიღების შემდეგ გაქრა სტენოკარდიული შეტევები, შემცირდა ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოშლილობები, მოწესრიგდა წნევა, აღინიშნა ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების დადებითი დინამიკა.

გისურვებთ ჯანმრთელობას !

Exit mobile version