Vau.ge

ყველაზე ძლიერი მეთოდი ასთმიანებისთვის! შესანიშნავად ხსნის ასთმის შეტევებს!

ყველაზე ძლიერი მეთოდი ასთმის სამკურნალოდ! ის შესანიშნავად ხსნის ასთმის შეტევებს!

ზამთარი ასთმის მქონე ადამიანებისთვის ძალიან რთული პერიოდია. როგორც კი აცივდება, გარეთ გასვლა დიდი პრობლემა ხდება. ინჰალაციები მართლაც მშვენივრად ხსნის ასთმის შეტევებს.

როგორ  გავაკეთოთ ინჰალაცია?

  1. კანიანად მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ2-3 ს.კ კამის თესლი და გამხმარი ღეროები,
  2. გააჩერეთ 2 წუთით და შემდეგ გადაწურეთ წყალი,
  3. თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და კარტოფილისა და კამის არომატი ისუნთქეთ 15 წუთის განმავლობაში.
  4. იგივე ნაყენი წამოადუღეთ ყოველ საღამოს და ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღე.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ცხელ ორთქლს კი არ აქვს ეფექტი, არამედ კამაში შემავალ ნივთიერებებს, რომლებიც ადუნებს სისხლძარღვებს და ამშვიდებს ნერვებს.

არის კამით მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი:

ყავის საფქვავში ვფქვავ კამის თესლს და ვყრი წვრილყელიან ბოთლში, რომელსაც ვუკეთებ მჭიდრო საცობს. დღის განმავლობაში ხშირ-ხშირად მოვხდი ხოლმე ბოთლს სახურავს, ვანჯღრევ და თითოეულ ნესტოში ვისუნთქავ კამის სურნელს. ძალიან ეფექტიანი საშუალებაა, მაშინვე მეხსნება შეტევა. თანაც არავითარი ჰორმონები და ქიმიური ნივთიერებები არ მჭირდება.

კამა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. მისი თესლი შეიცავს 5%-მდე ეთერზეთს, 20%-მდე ცხიმოვან ზეთს, აგრეთვე შაქრებს, უჯრედისს და კაროტინს. ფოთლებში ბევრია C ვიტამინი, კაროტინი, ფლავონოიდები, ეთერზეთები, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის და რკინის მარილები.

კამის ღეროები და ფოთლები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის ფონზე განვითარებული გულის რიტმის დარღვევის დროს. მის ნაყენს აქვს სპაზმების მომხსნელი, საძილე და შარდმდენი ეფექტი.

ფლავონოიდები ამცირებს სისხლძარღვთა კედლის გამავლობას, კალიუმს აქვს ანტიარით- მიული ეფექტი, C ვიტამინი კი აწესრიგებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში. ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ როგორც ანტისპაზმურ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას.

Exit mobile version