გადაჭერით შარდის შეუკავლობის პრობლემა მარტივად, სახლის პირობებში! რეცეპტები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე აქტუალურია!
შარდის შეუკავებლობა ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ბუნებრივი საშუალებით შეძლებთ, ამ მცენარეს კრაზანა ჰქვია, რომელიც ალბათ ხშირად შეგხვედრიათ.
რეცეპტი და მომზადების წესი:
- კრაზანას გამხმარი ბალახი და ყვავილი ერთმანეთში აურიეთ.
- აიღეთ 4 სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათით გააჩერეთ.
- შემდეგ გადაწურეთ.
სვით დღის განმავლობაში წყლისა და ჩაის მაგივრად, ხოლო ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა.
ასევე გაგიზიარებთკიდევ 2 რეცეპტს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია:
- აიღეთ 1 კგ ახალი ოხრახუში ფესვიანად და ნიახურის მოზრდილი კონა, წვრილად დაჭერით, დაამატეთ 1 კგ ნატურალური თაფლი და 1 ლიტრი წყალი, კარგად აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. გადმოდგით და 3 დღეს გააჩერეთ, შემდეგ ისევ დაასხით 1 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ. ქურიდან გადმოდგით და გადაწურეთ. მიიღებთ ვაჟინს, რომელიც უნდა სვათ ჭამამდე, 3 სადილის კოვზი. მკურნალობა სიროფის გათავებამდე გრძელდება. კურსის ჩატარება შეიძლება წელიწადში ორჯერ, როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ, დაავადების გამწვავებისას.
- 3 სადილის კოვზ წითელი მოცხარის ფოთოლს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ფოთლები კარგად გამოწუროთ და ნაყენი შემოდგათ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ჩაყაროთ მასში 2 სადილის კოვზი მოცხარის ცოცხალი ან ხმელი ნაყოფი. ისევ წამოადუღოთ, ქურიდან გადმოდგათ და გააცივოთ. უნდა მიიღოთ დღეში ნახევარი ჭიქა. მკურნალობის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ნახარშის სმა მანამდე შეიძლება, სანამდეც მოისურვებთ.
თუ ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტები თქვენთვის სასარგებლო და ეფექტური აღმოჩნდა, გაგვიზიარეთ კომენტარებში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!