Vau.ge

ვისაც გულის იშემიური დაავადება აწუხებს, მათი მკურნალი ეს ძლიერი მცენარე აღმოჩნდება! მისი წყალობით შეინარჩუნებთ ჩანმრთელობას!

ვისაც გულის იშემიური დაავადება აწუხებს, მათი მკურნალი ეს ძლიერი მცენარე აღმოჩნდება! მისი წყალობით შეინარჩუნებთ ჩანმრთელობას!

ცოტამ თუ იცის, რომ ჭინჭარი გულის უებარი წამალია. დიდი ხანია გულის იშემიური დაავადება მაწუხებს და ჩემი მკურნალი სწორედ ჭინჭარია. მისი წყალობით არ ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას.

სამკურნალო საშუალების მომზადება ძალიან მარტივია:

  1. დაკრიფეთ ახალამოყრილი ჭინჭრის ნორჩი ფოთლები.
  2. გარეცხეთ გამდინარე წყლით.
  3. შემდეგ დაყარეთ ჩაის ტილოზე და კარგად შეამშრალეთ.
  4. ამის შემდეგ წვრილად ჩაჭერით ჯამში და ფაფასავით გალესეთ.
  5. 1 ჩ/ჭ ფაფას დაამატეთ ამდენივე თაფლი.
  6. ნარევი შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე ორი კვირის განმავლობაში.
  7. შემდეგ დადგით წყლის ორთქლზე.
  8. როცა გათხელდება, გაწურეთ დოლბანდში, ჩაასხით მინის ქილაში.
  9. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე თითო ჩ/კ მიირთვით.

მკურნალობის კურსი ერთი ულუფაა. ნარევი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც წმენდს სისხლძარღვებს, რაც აუცილებელია გულით დაავადებულთათვის.

ექიმის კომენტარი:

სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომლებიც მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით:

ეს ნივთიერებები აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას, რაც მეტად მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვს გამოხატული ჰემოსტაზური (სისხლდენის შემაჩერებელი) თვისებები, რაც მცენარის ფოთლებში ვიტამინის შემცველობასთანაა დაკავშირებული. ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში პროთრომბინის გამომუშავებას.

ამიტომ ჭინჭრის ნაყენის მიღებისას აუცილებლად უნდა იკონტროლოთ პროთრომბინის ინდექსი სისხლში. გულით დაავადებულთათვის ასევე საკმაოდ საყურადღებოა მცენარის ერთი ეფექტი — სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება.

თუ მკურნალობის პროცესში გულის არეში ტკივილს იგრძნობთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, რადგან შესაძლოა ტკივილი კორონაროსპაზმთან იყოს დაკავშირებული.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ჭინჭრის უკუეფექტებს ამ რეცეპტის მეორე კომპონენტი — თაფლი ანეი- ტრალებს. ჭინჭარს აქვს ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.

Exit mobile version