უგემრიელესი გუფთის მომზადება ბებოს რეცეპტით!
ბებო ყოველთვის უგემრიელეს გუფთას გვიმზადებდა ხოლმე. როცა გავიზარდე მან მომზადება მასწავლა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით თქვენც.
გუფთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 კგ. ხორცი
- 2 თავი ხახვი
- 1 ც. კვერცხი
- 1/2 ჩ.კ უცხო სუნელი
- 100 გრ. ნახევრად მოხარშული ბრინჯი
- 1 პატარა კონა ქინძი
- დაღერღილი წითელი წიწაკა
- მარილი (გემოვნებით)
წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 10 ც. გუფთა
- 60 გრ. ბრინჯი
- 3 ც. კარტოფილი
- 1 ც. პომიდორი
- 2 ლ. წყალი
- 1 თავი ხახვი
- 1 ც. სტაფილო
- ქინძი, რეჰანი, დაღერღილი წითელი წიწაკა, მარილი (გემოვნებით)
გუფთის მომზადების წესი:
მზა ფარშს დავუმატოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, გატარებული ხახვი, წითელი დაღერღილი წიწაკა, უცხო სუნელი, მწვანე ქინძი, მარილი გემოვნებით, 1 ცალი კვერცხი კი იმისათვის რომ ხარშვის დროს გუფთა არ დაიშალოს. მოამზადეთ პატარა ბურთები და გამოიყენეთ სურვილისამებრ.
წვნიანის მომზადების წესი კი ასეთია:
აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩაასწით 2 ლიტრი წყალი. შემდეგ დაამატეთ გუფთის გამზადებული ბურთულები და დაადგით ცეცხლზე. შემდეგ დაიწყეთ კარტოფილის გასუფთავება და კუბიკებად დაჭრა და როდესაც წყალი ადუღდება ჩაამატეთ ის გარეცხილ ბრინჯთან ერთად.
ცალკე ტაფაში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ პილპილი და უცხო სუნელი, როდესაც შეწითლდება დაუმატეთ წინასწარ მომზადებულ წვრილად დაჭრილ პომიდორს. შუშეთ 5 წუთის განმავლობაში და დაუმატეთ მოხარშულ გუფთას. წამოადუღეთ კიდევ ერთხელ, ჩააჭერით რეჰანი, ქინძი და ბოლოს კი მარილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!