ექიმები გაოცებულნი არიან! ეს რეცეპტი ეფექტურად ხსნის მუცლის შებერილობას! ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ აფთიაქში სიარული!
წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს. გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე სწრაფად მიშველა და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.
რეცეპტის ინგრედიენტები და მომზადების წესი:
გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას. ასევე მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (სულ 2 ჩ/კ დღეში).
დილით უზმოზე დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ დაწექით 30 წუთი, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, შემდეგი 10 დღე დაისვენებთ და გაიმეორებთ კურსს).
გაზებისთვის კარგია სალათებში ნივრის მწვანე ფოთლების დამატება. ნიორი წვრილად დაჭერით, დაალაგეთ თხელ ფენად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ეს ფხვნილი დანის წვერით 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ასევე ეფექტურია ასეთი ნაყენი:
თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე (სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში).
ექიმის კომენტარი:
კამა, ძირა, პიტნა, ცერეცო — ანტიანთებითი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ცნობილი ეფექტიანი საშუალებებია და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს.
ნიორი თრგუნავს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, დადებითად მოქმედებს მეტეორიზმის დროს.
კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ამასთან იგი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი კარტოფილის წვენის ხანგრძლივად მიღების შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული წვენი ეფექტიანია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭამამდე 10 წუთით ადრე მიღებისას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.
კარტოფილი შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდს უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი კანი, - სოლანინს, რომელიც მცირე დოზებით ანტიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ დიდი დოზებით ტოქსიკური ეფექტი აქვს. მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც მოწამვლის მიზეზიც კი ხდება ხოლმე.
დიდი დოზით მიღებისას სოლანინი თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აზიანებს სისხლისფორმიან ელემენტებს. უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა, მძიმე შემთხვევაში კი გონების ხანმოკლე დაკარგვა.
ჯანმრთელობას გისურვებთ!