თუ ამას გააკეთებთ, 1 სუფრის კოვზიც კი საკმარისი ინქება, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!
უკვე 65 წლის ქალი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ სიბერეში გამოვჯანმრთელდი, რასაც ვაშლის ძმარს უნდა ვუმადლოდე. არადა, 5 წლის წინათ უამრავი დაავადება მაწუხებდა (რევმატიზმი, კოლიტი, ვენების გაგანიერება). ვაშლის ძმრის მიღების დაწყებიდან კუჭის მუშაობა თანდათანობით მომიწესრიგდა, ასევე, ფეხებს ვიზელდი ძმრით და ვენები უკვე აღარ მაწუხებს და კიდევ, ყოველ დილით ვიღებ თაფლიან წყალში გაზავებულ 1 ს.კ ვაშლის ძმარს. უკეთესია ძმარი თუ იქნება
მინდა ეს რეცეპტიც გასწავლოთ:
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი, ჭიანი, გაშავებული ადგილები და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- გადაიტანეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი (1კგ გახეხილ ვაშლს 1 ლ წყალი), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გრ თაფლი ან შაქარი, 10 გრ საფუარი და 20 გრ მშრალი შავი პური.
- დადგით თავღია ჭურჭლი ბნელ ოთახში 20-30 გრადუსზე და ყოველდღე 2-3-ჯერ მოურიეთ ხის კოვზით.
- 10 დღის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და ფართოპირიან ჭურჭელში ჩაასხით.
- ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გრ თაფლი ან შაქარი და აურიეთ.
- ჭურჭელს დააფარეთ დოლბანდი და შეინახეთ სითბოში, რათა დუღილი განაგრძოს, როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება.
- ამას დაახლოებით 40-50 დღე სჭირდება. გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას.
ექიმის კომენტარი:
ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ცხოველმყოფელობისათვის. ამას გარდა, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ძმრის მჟავამ, თუ არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება წყლულოვანი კოლიტი და ღვიძლის ციროზი გამოიწვიოს. ყოველდღიურად უზმოზე მხოლოდ 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის მიღება შეიძლება და თანაც არა სუფთა, არამედ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის თაფლიან წყალში გახსნილისა (1ჩ/კ თაფლი ჭიქა წყალზე).
დაღლილობის მოსახსნელად 2 ს/კ ვაშლის ძმარი 250 გრ წყალში გახსენით და ტანი დაიზილეთ. თუ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაიზილეთ. ვაშლის ძმრის დალევის შემდეგ პირში წყლის გამოვლება არ დაგავიწყდეთ, რადგან მჟავა კბილის მინანქარს აზიანებს.
ვაშლის ძმარი სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაცაა, ხოლო თუ დაბანის შემდეგ მის წყალხსნარს თმაზე გადაივლებთ, ის ბზინვარებას შეიძენს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!