Vau.ge

დროში გამოცდილი რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ!

დროში გამოცდილი რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ!

ფიზიკური თუ სულიერი სიჯანსაღის მიღწევის რთულ გზაზე გამუდმებით უნდა ჩააგონოთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერი ხართ და მადლიერი იმისათვის, რაც გაქვთ.

ახლა მინდა გასწავლოთ ერთი რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

აიღეთ:

ეს ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ, ჩაასხით მუქ ჭურჭელში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას. სვით თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ისწავლეთ სიმშვიდე და ზომიერება ყველაფერში... ასე ადვილად დაიბრუნებთ ჯანმრთელობას.

ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოწოდებული ზოგადი რეკომენდაციები ფსიქოსომატური თეორიის საფუძველს წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილება მის სულიერ პრობლემებთან მჭიდრო კავშირშია და თუ ერთდროულად არ მოწესრიგდება ფიზიკური და სულიერი პრობლემები, მყარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის ელექსირის რეცეპტს, მასში შემავალი კომპონენტები ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, დამამშვიდებელი, ვიტამინიზებული საშუალებები. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ C ვიტამინს, რომელიც მართლაც სასიცოცხლო ძალების წყაროს წარმოადგენს.

ასკილი-ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.

მოცხარის ფოთლები- ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი, სიყვითლის და სისხლნაკლულობის საშუალება.

ვალერიანის ფესვები - გამოირჩევა მრავალფეროვანი შემადგენლობით, რის გამოც მას ძვირფას სამკურნალო ნედლეულად მიიჩნევენ. მცენარის მიწისქვეშა ნაწილი შეიცავს 0,5-2% ეთეროვან ზეთებს.

მაყვლის ფოთლები - სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Exit mobile version